«,,შემოდგომის წყალტუბო'-2019».

«,,შემოდგომის წყალტუბო'-2019».

  წყალტუბოში სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომის წყალტუბო'' აღინიშნება. ტრადიციულ დღესასწაულზე წელს ორდღიანი მრავალფეროვანი პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები იმართება. სახალხო ზეიმს მაღალი რანგის სტუმრები, დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამხარეო ადმინისტრაციის პირველი პირები ესწრებიან.
დღეს სახალხო დღესწაული მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ახალი ტაძრის გახსნით დაიწყო, სადაც წირვა-ლოცვა აღავლინა ქუთაის - გაენათის ეპარქიის დროებითმა მმართველმა რუსთავის მიტროპოლიტმა მეუფე იოანე გამრეკელმა.
ცენტრალურ პარკში ჩატარდა განახლებული შადრევნების გახსნის ცერემონია, პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მილიონ 700 ათასი ლარით დაფინანსდა. შადრევნის გახსნას ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე. ქალაქის ცენტრში კერძო ინვესტიციით გაიხსნა კიდევ ერთი ახალი ობიექტი რესტორანი ,,მაგნოლია''
29 სექტემბერს სახალხო დღესასწაულის პროგრამა დატვირთულია სხვადასხვა კულტრული და სპორტული ღონისძიებებით, მოეწყობა კოსტიუმირებული მსვლელობა, გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგენა ,,იმერული ქორწილი'', გაიხსნება ნიკო ლორთქიფანიძის ბიუსტი. სახალხო დღესასწაული დასრულდება გალა კონცერტით ლელა წურწუმიას, მაკა ზამბახიძისა და ჯგუფი ,,ნონ სტოპის'' მონაწილეობით.
ყოველწლიური სახალხო დღესაწაული ,,შემოდგომის წყალტუბო'' 2013 წელს კვლავ განახლდა და მას შემდეგ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. ღონისძიებების ეპიცენტრია წყალტუბოს ცენტრალური პარკი. სახალხო ზეიმზე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებს ენიჭებათ „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდება.