«,,შემოდგომის წყალტუბო -2019'».

«,,შემოდგომის წყალტუბო -2019'».

წყალტუბოში სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომის წყალტუბო -2019'' მასშტაბურად აღინიშნა.
საზეიმო ღონისძიებებს რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი ,მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე დაესწრნენ.
ქალაქის ცენტრში ტრადიციულად ჩატარდა კოსტიუმირებული მსვლელობა, გაიმართა თეატრალიზებული სანახაობა ,,იმერული ქორწილი'' სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში ხალხური რეწვის ნიმუშები იყო გამოფენილი, მოეწყო საბავშვო სივრცეები, ჩატარდა ქუჩის კალათბურთი და ქართული ჭიდაობა.
,,შემოდგომის წყალტუბო'' 2019-მა ნიკო ლორთქიფნიძის დაბადების 139- ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაც უმასპინძლა, რომლის ფარგლებში საზეიმოდ გაიხსნა დიდი ქართველი მწერლის ნიკო ლორთქიფანიძის ბიუსტი.
სახალხო ზეიმზე მოსულმა წყალტუბოელებმა და მოწვეულმა სტუმრებმა განახლებული შადრევნების შოუც იხილეს.
სახალხო დღესასწაულზე წყალტუბოს საპატიო მოქალაქის ტიტულის მინიჭების ცერემონია გაიმართა.
წელს ეს სტატუსი წყალტუბოს ღვაწლმოსილ მოქალაქეებს: ლალი ხაზარაძეს, ინგუშა აბესაძეს, ზამირ მაჩიტიძეს, იაკობ ქაჯაიას, გივი იოსელიანს, ზურაბ დევიძეს, დემურ მაღლაკელიძეს, ცნობილ კინორეჟისორს ოთარ იოსელიანს, პრემიერ-მინისტრის მრჩევლს სოზარ სუბარსა და პარამოფარიკავე,მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელს, ევროპის სამგზის ჩემპიონს, ირმა ხეცურიანს გადაეცათ.
ასევე დაჯილდოვდნენ ხატვის,ლიტერატურისა და ფოტოკონკურსის გამარჯვებულები.
სახალხო ზეიმს წყალტუბოელბთან ერთად უცხოელი ტურისტები და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.
საღამო გალა კონცერტით დასრულდა.