«წყალტუბოში ხელოვნების ფესტივალი გაიხსნა».

«წყალტუბოში ხელოვნების ფესტივალი გაიხსნა».

  წყალტუბოში შვეიცარიელებისა და ქართული ორგანიზაცია „დევნილ ქალთა კავშირის“ ერთობლივი პროექტი - არტ ფესტივალი მიმდინარეობს. ამ პროექტის ფარგლებში უკვე მე-6 წელია წყალტუბოს სამუსიკო სკოლაში მიუნჰენის სიმფონიური ორიკესტის წარმოამდგენლები მასტერკლასებს ატარებენ. წელს ორკესტრის დამაარსებელმა მეცენატმა და ქველმოქმედმა კლაუს ჰიპმა თეიმურაზ კობახიძის სახელობის სამუსიკო სკოლას ფასადის რეაბილიტაცია დააფინანსა.
სამუსიკო სკოლის წინ, ღია ცის ქვეშ, მოსწავლეებმა და მიუნჰენის ორკესტრის მუსიკოსებმა ერთობლივი კონცერტი გამართეს, შესრულდა ცნობილი გერმანელი და ქართველი კლასიკური ნაწარმოებები. კონცერტს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მეცენატ კლაუს ჰიპს, მუინჰენის ორკესტრის სოლისტს გიორგი ქობულაშვილს და კომპოზიტორს კახა ცაბაძეს წყალტუბოს კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ კომპოზიტორმა კახა ცაბაძემ, წყალტუბოს სამუსიკო სკოლისთვის ჰიმნი დაწერა, რომელის ნოტებიც სკოლის ფასადის მოაჯირებზეა დატანილი.