საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომისიის წევრი ჯემალ ფანცხავა უძღვებოდა.

სხდომაზე, დეპუტატებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2020 წელს საქართველოს რეგიონალული განვითარების ფონდის მიერ დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრისა და მოწონების საკითხი.

ასევე, კომისიის წევრებმა იმსჯელეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრის“-სათვის სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო თხოვების ფორმით მოძრავი ქონების 4 (ოთხი) ცალი საინფორმაციო - სარეკლამო მანათობელი ბილბორდის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.