ბიუროს სხდომა

ბიუროს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე უძღვებოდა.

ბიუროს წევრებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:

1. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N66 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2020 წელს საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრისა და მოწონების შესახებ.

3. ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების სააკორდინაციო ცენტრი“-სათვის სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო თხოვების ფორმით მოძრავი ქონების 4 (ოთხი) ცალი საინფორმაციო - სარეკლამო მანათობელი ბილბორდის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

4. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და  სოციალურ საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის N36 152 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 ნოემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.