საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე უძღვებოდა.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე და მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის მოვალეობის შემსრულებელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდნენ.

სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის საკითხი.

საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2020 წელს საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრისა და მოწონების შესახებ.

გარდა ამ საკითხებისა,  დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს და მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი“-სათვის უფლებით, უსასყიდლო თხოვების ფორმით მოძრავი ქონების 4 (ოთხი) ცალი საინფორმაციო - სარეკლამო მანათობელი ბოლბორდის გადაცემის საკითხს.

ასევე, ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის პერსონალურ შემადგენლობაში.