წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ფარცხანაყანევის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მიიღო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ფარცხანაყანევის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მიიღო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა სოფელ ფარცხანაყანევის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მიიღო.
შეხვედრაზე ისაუბრეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის თანამშრომლობისა და არსებული პრობლემების ერთობლივად გადაჭრის საკითხებზე. მოსწავლეებმა მერს გააცნეს კოპიტნარის დასახლებაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვით პრიორიტეტულია შიდა გზების მოწესრიგების, ახალგაზრდებისთვის სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის პროექტების განხორციელება.
-,,სამოქალაქო სექტორთან აქტიური ურთიერთობა, ახალგაზრდებთან კომუნიკაცია, მათი წინადადების, იდეებისა და აზრების გაცნობა და გათვალისწინება, ზოგადად მოსახლეობის ჩართულობა მმართველობის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, რასაკვირველია , ვიცოდი სოფლის პრობლემების შესახებ, რომელთა მოგვარება მომავალი წლის განვალობაში ეტაპობრივად მოხდება’’ განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.
ფარცხანაყანევის მე-2 საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა მერთან შეხვედრა დადებითად შეაფასეს. -,, არ ვიცნობდი ჩვენი მუნიციპალიტეტის მერს, მიხარია, რომ მიგვიღო და გაიმართა გულწრფელი დილოგი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი მერი გვყავს’’- განაცხადა აღნიშნული სკოლის მოსწავლემ ანა ჯიქიამ.