საკრებულოს მორიგი სხდომა

საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე უძღვებოდა.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, მერიის სამსახურებისა და ა(ა)იპ - ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

საკრებულოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი 14 საკითხი:

1. წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის  9 თვის შესრულების შესახებ.           

2. წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის მერიის  ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის     სამსახურის მიერ  2019 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2020 წელს საქართველოს  რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ  დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების  საპროექტო  წინადადებების  განხილვისა და მოწონების შესახებ. 

4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი’’-ს     მიერ  2019 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა    სამსახურის მიერ  2019 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის კულტურის სახლისათვის  ლია  ხოტივარის სახელის  მინიჭების შესახებ, მიზანშეწონილობის თაობაზე.

7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღების გაერთიანების’’ საშტატო ნუსხასა და სახელფასო განაკვეთებში  ცვლილების შეტანის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

8. წყალტუბოს  საპატიო მოქალაქის  წოდების  მინიჭების  წესის  დადგენის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 26 სექტემბრის  N64  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

9. შპს ,,საფეხბურთო კლუბ სამგურალის’’ წესდებაში  ცვლილების შეტანის შესახებ,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

10. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის’’ (ს/კ421274506) რეორგანიზაციის დაწყების შესახებ,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

11. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის’’ (ს/კ421272027) რეორგანიზაციის დაწყების შესახებ,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

12. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის’’ (ს/კ421271670) რეორგანიზაციის დაწყების შესახებ,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

13. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების’’ (ს/კ421268023) რეორგანიზაციის დაწყების შესახებ,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.

14. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის  პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის N36  148 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

აღნიშნულ საკითხებს დეპუტატებმა მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს.