წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ ქვილიშორში 2 კმ-დე გზის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. აღნიშნული გზა უმოკლესი მონაკვეთია ქალაქ წყალტუბოსთან დასაკავშირებლად და ამიერიდან საზოგადოებირივი ტრანსპორტი ამ გზით იმოძრავებს.

  სოფელ ჭოლევში კი გზის ბეტონის საფარის გარდა სანიაღვრე არხები და საყრდენი კედლის სამუშაოები სრულდება. პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს. მიმდინარე სამუშაოები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ დაათვალიერეს.