წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა 24 საათიან რეჟიმში მომუშავე სამსახურებს საჩუქრები გადასცა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა 24 საათიან რეჟიმში მომუშავე სამსახურებს საჩუქრები გადასცა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი საახალწლოდ იმ სამსახურებს ესტუმრა, რომლებსაც 24-საათიან რეჟიმში, დასვენების გარეშე უწევთ მუშაობა.

წყალტუბოს მერმა შსს წყალტუბოს საამართველოს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საგანგებო სიტუაციების მართვის წყალტუბოს განყოფილების, რაიონული საავადმყოფოს, გაერთიანებული წყალმომარაგების, "სოკარ ჯორჯია" გაზის წყალტუბოს წარმომადგენლებს და სხვა უწყებებს ახალი წელი პირადად მიულოცა და საახალწლო კალათები გადასცა.

"ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და 2020 წლის დამდეგს ვესტუმრეთ იმ ადამიანებს, რომელთათვისაც ახალ წლის ღამეც ჩვეულებრივი სამსახურია. მადლობას ვუხდით ყველა უწყებას, რომლებიც ჩვენი სიმშვიდის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან“, - აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა