მრავალშვილიან ოჯახებს მუნიციპალიტეტის მერმა საჩუქრები გადასცა

მრავალშვილიან ოჯახებს მუნიციპალიტეტის მერმა საჩუქრები გადასცა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა ქალაქ წყალტუბოში მცხოვრებ მახარობლიძეებისა და სოფელ მაღლაკში მცხოვრებ ნუცუბიძეების მრავალშვილიან ოჯახებს ახალი წლის დღესასწაული მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.

"მრავალშვილიან, შეჭირვებულ ოჯახებს საახალწლოდ ტრადიციულად ურიგდებათ საკვები პროდუქტები, წელს საქველმოქმედო აქციაში მერიის ყველა სამსახური ჩაერთო. საახალწლო ნობათი გადავეცით როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში მცხოვრებ სოციალურად ყველაზე მძიმე მდგომარებაში მყოფ ადამიანებს, მინდა ვუსურვო მათ ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ყოფითი პრობლემების მოგვარება", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

საახალწლოდ ყველაზე შეჭირვებულ ოჯახებთან ერთად საკვები პროდუქტები გადაეცა სათნოების სახლის 190 ბენეფიციარს, რომლებმაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი დახმარების სახით 100-100 ლარიც მიიღეს.