საახალწლო კონცერტი

საახალწლო კონცერტი

ახალი 2020 წელი წყალტუბოში საახალწლო წარმოდგენით აღინიშნა. საკონცერტო დარბაზ ,,ივერიის’’ სცენაზე მიუზიკლი ,,ჯადოსნური ფერები” გაიმართა.
ღონისძიების დაწყებამდე შეკრებილებს შობა-ახალი წლის დღესასწაული მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მიულოცა.
ა(ა)ი.პ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის’’ ორგანიზებით წარმოდგენილმა სანახაობამ მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიების მონაწილეებს საჩუქრები მუნიციპალიტეტის მერმა დაურიგა, ტკბილეული გადაეცა საახალწლო წარმოდგენაზე მოსულ ყველა ბავშვს. საჩუქრების შეძენის ხარჯები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.