პოლონელი სტუმრები წყალტუბოში

პოლონელი სტუმრები წყალტუბოში

კუიავსკო-პომორსკისა და ველიკოპოლსკოს სავოევოდოების ოფიციალური დელეგაციები იმერეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წყალტუბოს ესტუმრნენ.
დელეგაციის წევრებმა სამკურნალო აბაზანები და მღვიმეები დაათვალიერეს და ბალნეოლოგიური კურორტის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.
უცხოელი სტუმრები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა მიიღო. მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. განიხილეს ტურიზმის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში გამოცდილებათა გაზიარების საკითხები.
შეხვედრას საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლაშა კაკრიაშვილი და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი ესწრებოდნენ.