საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

31 იანვარს 12:00 საათზე   წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  საკრებულოში (მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27) გაიმართება ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის მიერ 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

                              /მომხს: მურმან შალამბერიძე/

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით - იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

                              /მომხს: მურმან შალამბერიძე/

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ.

                              /მომხს: მურმან შალამბერიძე/

4. წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ

                              /მომხს: მურმან შალამბერიძე/

5. წყალტუბოს  მუნიციპალიტეტში 2020 წელს საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო წინადადებების განხილვისა და მოწონების შესახებ.

                              /მომხს: მურმან შალამბერიძე/

6. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ დაფუძნების, წესდების მიღების, საშტატო ნუსხისა და სახელფასო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე.

                             /მომხს: მურმან შალამბერიძე/