ბიუროს სხდომა

ბიუროს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე ხელმძღვანელობდა.

ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:

1.,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 დეკემბრის № 43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ .

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მეოთხე კვარტლის სარეზერვო ფონდის   განკარგვის  შესახებ, ინფორმაციის თაობაზე. .

3.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ „2014 -2020 წლების შავი ზღვის აუზის ქვეყნების“ პროგრამის ფარგლებში პროექტის - „თანამშრომლობა მწვანე გარემოსთვის“ (BSB 1138) განხორციელებისათვის, ევროკავშირისგან 718 244.92 ევროს ოდენობის გრანტის მიღებისა და ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე,  თანხმობის მიცემის შესახებ.

4. წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ  საკითხთა კომისიის   მიერ 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.   

5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  კეთილმოწყობისა და  დასუფთავების  გაერთიანების’’ დაფუძნების, საშტატო ნუსხისა და სახელფასო  განაკვეთების  დამტკიცების შესახებ, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  მერისათვის თანხმობის  მიცემის თაობაზე.

6. წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის მერიის  სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის  მიერ 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.                                                                                              

7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში  არსებული უძრავი ქონების  აუქციონის  წესით სარგებლობის უფლებით--იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი  წლიური საფასურის  ოდენობის განსაზღვრის შესახებ.                                        

8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების  საპრივატიზაციო ობიექტების  ნუსხის დამტკიცების შესახებ.                         

9. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების  პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.                       

10. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2020 წელს საქართველოს  რეგიონალური  განვითარების  ფონდის  მიერ  დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო  წინადადებების  განხილვისა და მოწონების შესახებ.

11. წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის   2020  წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხის  გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.                                                  

12. წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ  საკითხთა კომისიის   მიერ 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.                                                     

13. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების  გაერთიანები’’  მიერ 2019 წლის III-IVკვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ. 

14. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის  31 იანვრის   სხდომის დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ.     

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შესაბამის კომისიებს განსახილველად გადაეცათ შემდეგი საკითხები:

1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა  და ტერიტორიული  ზონირების  შესახებ ( წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის წერილი #31/403;29/01/2020).

2. ა(ა)იპ საქართველოს ომისა და სამხედრო  ძალების  ვეტერანთა  ცენტრალური კავშირს’’, წყალტუბოს  ვეტერანთა ორგანიზაციის  განსათავსებლად, უსასყიდლო  უზუფრუქტის  ფორმით  გადაეცეს ინდ. მეწარმე,, მურთაზ  კანკაძისათვის’’, 2019 წლისა 02 აპრილის  #6 ხელშეკრულებით გადაცემული,  ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის  ქუჩა #27-ში მდებარე  შენობის(საკ.კოდი #29.08.34.107)პირველ სართულზე განთავსებული 23.25 კვ.მ. ფართის ნაწილი,კერძოდ:10,0კვ.მ.ფართი(წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის წერილი #31/384;29/01/2020).

3. წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  მერიის  ეკონომიკური განვითარებისა და ქონების  მართვის სამსახურის  ანგარიში 2019 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ( წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის წერილი #31/385;29/01/2020).

4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ დაფუძნების, წესდების მიღების, საშტატო ნუსხისა და სახელფასო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე.