საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მურმან შალამბერიძე უძღვებოდა.

კომისიის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ დაფუძნების, წესდების მიღების, საშტატო ნუსხისა და სახელფასო განაკვეთების დამტკიცების საკითხი.

84983259_1279526462252858_63875866022641664_o