საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე ხელმძღვანელობდა.

სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრებმა ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი ორი საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამკიცეს.

სხდომაზე, დეპუტატებმა იმსჯელეს  ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  კეთილმოწყობისა და  დასუფთავების  გაერთიანების’’  დაფუძნების, წესდების მიღების, საშტატო ნუსხისა და სახელფასო განაკვეთების დამტკიცების შესახებ.

ასევე, საკრებულოს წევრებმა განიხილეს .,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  ფრაქცია ,,ქართული ოცნება- მრეწველები’’-ს  შექმნის, შემადგენლობის, პოლიტიკური პლათფორმისა და წესდების  დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 დეკემბრის № 36 163 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე და მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი ესწრებოდნენ.