2020 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყო

2020 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყო

   წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. გზების რეაბილიტაციისა და სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს, პროექტების ნაწილზე კი ტენდერებია გამოცხადებული.
   გზების რეაბილიტაცია დაწყებულია სოფელ საყულიაში, ცხუნკურში, ტყაჩირში გუმბრაში, ფარცხანაყანევსა და ქვიტირში, დაგეგმილია რამდენიმე სპორტული მოედნის მოწყობა, გარე განათებისა და სამელი წყლის ქსელის მოწესრიგება, სხვადასხვა ლოკაციებზე ტრენაჟორების განთავსება.
   მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის განცხადებით მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა და ადგილობრივი ბიუჯეტით ჯამში 120- ზე მეტი პროექტი განხორციელდება, რაც ბუნებრივია დადებითად აისახება ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.