ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. გზის რეაბილიტაციის სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ და მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერეს.
   -,,ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან გზების კეთილმოწყობის 7 მსხვილი პროექტი ხორციელდება, რასაც ჯამში 4 501 350 ლარი მოხმარდება. 714 189 ლარით ფინანსდება სოფელ ცხუნკურში 2,4კმ. გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები, რომელსაც დღეს ადგილზე გავეცანით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კვლავ არის ჩვენი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი’’- აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი
  სოფელ ცხუნკურში მიმდინარე გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს ,,მიმდემი’’ ასრულებს გზების კეთილმოწყობა რამდენიმე მისამართზე ერთდროულად მიმდინარეობს.