შეხვედრა მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ.

შეხვედრა მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ.

  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე შეხვედრა გაიმართა.

  მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა მერის წარმომადგენლებთან ერთად 2020 წლის 1 იანვრიდან მიწის აღიარების სტატუსის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

  სარეგისტრაციო სამსახურის იმერეთის წარმომადგენელმა თინათინ გოგალაძემ, საჯარო რეესტრის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლევან ჩალაგაშვილმა, დეპარტამენტის სპეციალისტმა ლევან ნატროშვილმა, შესაბამის სამსახურებს ცვლილებების შესახებ დეტალები გააცნეს.

 როგორც შეხვედრაზე გაირკვა, შემოდის „საკარმიდამო მიწის ნაკვეთის“ ცნება და ამ ფართობის შემადგენლობაში არა მხოლოდ სახლი, არამედ ცარიელი მიწაც იგულისხმება (1, 25 ჰა. მაღალმთიანი 5 ჰა.) თუ საკუთრების დოკუმენტი დაკარგულია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებული ხდება, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება ადგილზე დათვალიერებით.

  შეხვედრაზე სხვა საინტერესო დეტალებზეც ისაუბრეს. შეხვედრას მერთან ერთად მერის მოადგილე ზურაბ მაისურაძე და ეკონომიკიური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის წარმოამდგენელები ესწრებოდნენ.