საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომა

საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თამარ მამარდაშვილი უძღვებოდა.

დეპუტატებმა სხდომაზე განიხილეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანო - საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2019 წლის III-IV კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

ასევე, კომისიის წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხზე.

დეპუტატების შეკითხვებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის მოვალეობის შემსრულებელმა ფატი გაგოშიძემ უპასუხა.