"გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“.

"გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“.

  უანგარო დონორის აქციას - "გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები შეუერთდნენ. აქციაში 30-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის მობილური ჯგუფი საქართველოს მთელს ტერიტორტიაზე მოძრაობს.

როგორც სისხლის გადასხმის ცენტრის დირექტორმა მარინა რუხაძემ განაცხადა, ერთი ადამიანის მიერ გაღებული სისხლი 2-3 ადამინის სიცოცხლის გადარჩენას უტოლდება.

"ამ ჰუმანურ და პატრიოტულ აქციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერით უკვე მეორედ ვატარებთ წყლტუბოს მუნიციპალიტეტში, აქ უანგარო დონორის მაღალი აქტივობაა და მადლობა ყველას, ვინც ჩაერთო აქციაში“, - აღნიშნა მარინა რუხაძემ.