საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

11 მარტს 14:00 საათზე გაიმართება საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

მის: წყალტუბო, რუსთაველის ქ. N27

წყალტუბოს   მუნიციპალიტეტის  საკრებულოს     რიგგარეშე   სხდომის

დ  ღ  ი  ს        წ ე ს რ ი გ ი

                            ქ.წყალტუბო        11 მარტი, 2020  წელი

1. წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  მერიის საშტატო  ნუსხის  დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა  მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის  განსაზღვრის შესახებ’’ წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის საკრებულოის  2017 წლის 28 ნოემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.  

                                   /მომხს: რომეო ნიჟარაძე/

2. ,,ნარჩენების  მართვის კოდექსი’’ საქართველოს  კანონის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის  წარმოების  უფლებამოსილების  მინიჭებისა და საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების,  წარმოებისა და აღრიცხვა- ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ.

                                  /მომხს: რომეო ნიჟარაძე/

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2020 წელს  საქართველოს რეგიონალური  განვითარების ფონდის მიერ დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო წინადადებების  განხილვისა და მოწონების შესახებ.                                                    

                                  /მომხს:მურმან შალამბერიძე/

4. არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირის ,, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო  ცენტრისათვის’’ ქალაქ წყალტუბოში, რუსთაველის  ქუჩა #27-ში მდებარე  შენობის (საკ.კოდი #29.08.34.107)პირველ სართულზე განთავსებული 57,82 კვ.მ.(ორი ოთახი№15 და  №16) საოფისე ფართის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის  წესით, არსებობის  ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  მერისათვის თანხმობის  მიცემის თაობაზე.

                                  /მომხს:მურმან შალამბერიძე/