საკრებულოს აპარატი

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულების პოზიციებზე დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის 28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკრებულოს საშტატო ნუსხა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება

matsne-2468868-4

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი

reglamenti-konsolidirebuli

 

 

გელა თათარაშვილი

I რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი

ელ.ფოსტა: gela.tatarashvili@tskaltubo.gov.ge

☎ 595 08 51 95 

 

დაიბადა 1988 წლის 5 ნოემბერს ქალაქ ქუთაისში.

2006 წელს დაამთავრა წყალტუბოს N4 საშუალო სკოლა.

ამავე წელს 100%-იანი დაფინანსებით ჩააბარა  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 2010 წელს.

2010 წელს მაგისტრატურაზე სწავლა განაგრძო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, კერძო სამართლის სპეციალიზაციით, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 2012 წელს.

2011 წლის დასაწყისში დაიწყო მუშაობა ა(ა)იპ „თბილისელების ადვოკატებში“, ადვოკატ კონსულტანტად, მუშაობდა წლის ბოლომდე. 2013 წლის ივნისში დაიწყო საქმიანობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიაში მოწვეულ ექსპერტ-სპეციალისტად, სადაც იყო 2014 წლის აგვისტომდე. 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის იანვრამდე იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო,საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების განყოფილების უფროსი.

2015 წლის თებერვლის თვეში გადავიდა საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების დაცვის განყოფილების უფროსად, სადაც მუშაობდა 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით.

2021 წლის სექტემბრის თვიდან 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით იყო ასევე ცესკოს მიერ არჩეული დროებითი წევრი წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიაში.

2021 წლის დეკემბრის თვეში დაინიშნა საკრებულოს აპარატის პირველი რანგის პირველად სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

ტრენინგები, სერტიფიკატები:

ს.ს.ი.პ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია – ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების სერტიფიკატი სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.

ა.ა.ი.პ. „თბილისელების ადვოკატი“ – სტაჟირების წარმატებით დამთავრების სერტიფიკატი.

International Republican Institute(IRI) – საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ტრენერთა ტრენინგის წარმატებით გავლის სერტიფიკატი.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) – საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი – 2016 წლის 10 ივნისი და 2021 წლის 7 აპრილი.

აქვს საჯარო სამსახურის ბიუროს, ცესკოს, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მიღებული არაერთი სერტიფიკატი ისეთ თემებზე, როგორიცაა საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები, ტრენერთა ტრენინგი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, საარჩევნო კამპანია და ადმინისტრაციული რესურსი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებები, საჯარო სამსახურის კანონის სიახლეები, კონკურსის ჩატარების წესი, პირობები და საკონკურსო თემატიკა, გენდერული თანასწორობა და სხვა.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 

საინფორმაციო, ანალიტიკური და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება

 

ირინა ჩაკვეტაძე

II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი

ელ.ფოსტა: irina.chakvetadze@tskaltubo.gov.ge

☎ 595 95 90 77

 

 

დაიბადა 1972 წლის 10 ნოემბერს ქ. ქუთაისში.

1990 წელს დაამთავრა ქ. წყალტუბოს №1 საშუალო სკოლა.

1995  წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი წარჩინებით, სპეციალობით  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება. მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგ-ეკოლოგის კვალიფიკაცია.

1996  წელს გაიარა IBM საერთაშორისო პროგრამის ინფორმატიკის სამხარეო ცენტრი ქუთაისში კომპიუტერის შესწავლის სრული კურსი – „პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელი“.

2001 წელს გაიარა USAID-ის პროგრამით ქუთაისში პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ცენტრში არსებული „ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების“ კურსი.

1995-1996  წლებში მუშაობდა წყალტუბოს რაიონის მერიის ეკოლოგიის გაყოფილებაში სპეციალისტად.

1996-2001 წლებში მუშაობდა  წყალტუბოს რაიონის გამგეობაში კომპიუტერის ოპერატორად.

2001-2006  წლებში მუშაობდა შ.პ.ს. „საქართველოს ფოსტა“-ს ფილიალ „წყალტუბოს ფოსტა“-ში ეკონომისტად.

2003-2004  წლებში მუშაობდა სს „საქართველოს ელექტროკავშირი“-ს ფილიალ „წყალტუბოს ელექტროკავშირში“ მარკეტინგის ინჟინერად.

2005-2006  წლებში მუშაობდა სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს წყალტუბოს რაიონული განყოფილებში სოციალურ  აგენტად.

2006-2017 წლებში მუშაობდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მთავარ სპეციალისტად.

ამჟამად  მუშაობს  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის   მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, საინფორმაციო-ანალიტიკური და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ნათია მელაძე – 595 08 53 08

III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ნაზი ბენიძე – 599 71 65 69

III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ხათუნა კვაბზირიძე – 595 67 76 56

 

 

ლოჯისტიკის განყოფილება

 

ტარიელ ჭეიშვილი

II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი

ელ.ფოსტა: tariel.cheishvili@tskaltubo.gov.ge

☎ 579 19 19 91

 

 

დაიბადა 1962 წლის 2 იანვარს ქ. წყალტუბოში.

1979 წელს დაამთავრა სოფ. ქვიტირის საშუალო სკოლა.

1979 – 1983  წლებში სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე.

1978 – 1979 წლებში მუშაობდა ქვიტირის საბჭოთა მეურნეობაში ფიზაღზრდის მეთოდისტის თანამდებობაზე.

1983 – 1988 წლებში მუშაობდა სოფელ ქვიტირის საშუალო სკოლაში ფიზაღზრდის პედაგოგად.

2014 წელს წყალტუბოს მუნიციპლატეტის საკრებულოს სოციალურ  საკითხთა კომისიაში იყო მოწვეული სპეციალისტი.

2014 წლიდან დღემდე არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ლოჯისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 

III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ბექა იობიძე – 595 50 53 07

III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ბექა კეთილაძე – 593 98 78 77

 

 

საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება

 

ალექსანდრე დადუნაშვილი

II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი

ელ.ფოსტა: a.dadunashvili@tskaltubo.gov.ge

☎ 595 90 90 50

 

დაიბადა 1979 წლის 5 ოქტომბერს ქ. წყალტუბოში.

1995 წელს ქ. წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის 9 კლასის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა ქ. წყალტუბოს მრავალპროფილიანი ლიცეუმის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაასრულა 1997 წელს.

1997 – 2022 წლებში სწავლობდა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტზე.

2005 – 2006 წლებში მუშაობდა სს „საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო კომპანიაში“ ტექნიკოს – ინჟინერის თანამდებობაზე.

2006 – 2017 წლებში იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე.

2017 – 2021 წლებში იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.

2022 წლის იანვრიდან არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ქეთევან კირტავა – 595 95 90 52

III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ნინო ლომიძე – 595 08 50 20

III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ნონა ტაბიძე – 595 95 07 04

III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ნონა კობერიძე – 595 95 07 06

III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ლელა ბერძენიშვილი – 577 05 81 66

 

 

იურიდიულ საკითხთა და ადამიანთა უფლებების დაცვის განყოფილება 

 

მაია ბერაძე

II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი

ელ.ფოსტა: maia.beradze@tskaltubo.gov.ge

☎ 595 95 07 01

 

დაიბადა 1973 წლის 5 იანვარს.

1990 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. წყალტუბოს N1 საშუალო სკოლა.

1992 წელს ჩააბარა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.

1997 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

1998 – 2006 წლებში მუშაობდა შპს „წყალტუბოს სამშობიარო სახლში“ იურისტად.

1998 – 2006 წლებში მუშაობდა შსს წყალტუბოს რაიონული განყოფილების საგამოძიებო განყოფილებაში გამომძიებლის თანაშემწედ.

2006 წლიდან მუშაობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შემდეგ პოზიციებზე: იურიდიული განყოფილების წამყვან სპეციალისტად,  მთავარ  სპეციალისტად და III რანგის I კატეგორიის უფროს სპეციალისტად.

2022 წლის თებერვლიდან დღემდე არის იურიდიული განყოფილების მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

ფლობს: რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 

III რანგის III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ლუიზა ლომინაშვილი – 555 18 09 45

 

 

 

 

მზია კიკალიშვილი 

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

(ხელშეკრულებით)

☎ 599 35 90 37

 

სნეჟანა ჯოლოხავა

მოწვეული სპეციალისტი

(ხელშეკრულებით)

☎ 511 25 30 55

 

რომეო ნიჟარაძე

მოწვეული სპეციალისტი

(ხელშეკრულებით)

☎ 598 37 47 71

 

მურმან შალამბერიძე

მოწვეული სპეციალისტი

(ხელშეკრულებით)

☎ 595 08 50 35

 

დანიელ შვანგირაძე

კომპიუტერული სისტემის და ქსელების სპეციალისტი

(ხელშეკრულებით)

☎ 551 93 39 51

 

მძღოლი (ხელშეკრულებით) – კახაბერ ტურაბელიძე

მძღოლი (ხელშეკრულებით) – მიხეილ ჭეიშვილი

დამლაგებელი  (ხელშეკრულებით) – მაყვალა ბენიძე

დამლაგებელი  (ხელშეკრულებით) – როლეტა ახალაძე