ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ 2018-2020 წლების აუდიტორული ანგარიშების საფუძველზე დამდგარი სამართლებრივი შედეგების და გაცემული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია

  /  შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ 2018-2020 წლების აუდიტორული ანგარიშების საფუძველზე დამდგარი სამართლებრივი შედეგების და გაცემული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ 2018-2020 წლებში  მომზადებული აუდიტორული ანგარიშების საფუძველზე დამდგარი სამართლებრივი შედეგების და გაცემული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაცია

 

       ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნილ პერიოდში მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის  სამსახურის მიერ,   2018 წელს განხორციელდა 1 (ერთი) ინსპექტირება,  სამსახურმა მოახდინა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ   გაფორმებული  ხელშეკრულების ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვის მონაწილე სუბიექტების მიერ შესრულებული ვალდებულებების მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება/ინსპექტირება. შესყიდული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში, ინსპექტირებით გამოვლენილი დარღვევის (ზედმეტი გადარიცხვა) გაანალიზებით შესაძლებელი გახდა დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირების იდენტიფიცირება. მოგვიანებით, ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობის ფაქტზე განხორციელებულ იქნა დისციპლინური წარმოება. ბრალეული საჯარო მოხელეთა მიმართ გაიცა რეკომენდაცია დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ, (რეკომენდაციები გათვალისწინებულ იქნა ბრალეული საჯარო მოხელეთა  მიმართებით).

ასევე  2018 წელს განხორციელდა 2 (ორი) შიდა აუდიტორული შემოწმება, მერიის მიერ დაფუძნებულ 2  (ორი) ა(ა)იპი-ში. შიდა აუდიტორული შემოწმებით გამოვლენილი მიგნებების აღმოსაფხვრელად აუდიტის ანგარიშებში აისახა შემდეგი სახის რეკომენდაციები:

  • დეკლარაციებში ასახული მონაცემები შესაბამისობაში იქნას მოყვანილი ბუღალტრულ ანგარიშგებასთან და დაზუსტდეს დადგენილი წესით.
  • შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტში, სხვა ინფორმაციასთან ერთად, მიზანშეწონილია მკაფიოდ იქნას ასახული კონკრეტული სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (ხელშეკრულების სარეგისტრაციო/რიგითი ნომერი და გაფორმების თარიღი).
  • ,,შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის  2011  წლის   10 თებერვლის  №13  ბრძანების  მე-4  მუხლის  პირველი  პუნქტის  მიხედვით, შესყიდვები  უნდა განხორციელდეს წინასწარ დამტკიცებული  და  სათანადო წესით  რეგისტრირებული   შესყიდვების    წლიური    გეგმის   შესაბამისად.
  • განისაზღვროს შესყიდვების  წლიური გეგმის  დამტკიცების  წესი,  ფორმა   და   ePLAN-ში გეგმის  რეგისტრაციისათვის  უფლებამოსილი  პირი.
  • შესყიდვების გეგმაში შეტანილ იქნას წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო   შესყიდვები.
  • საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად ხარჯვის მიზნით შესყიდვები განხორციელდეს ბაზრის დეტალური და საფუძვლიანი კვლევის საფუძველზე. კონტროლის მექანიზმებისა და ინსტიტუციური მეხსიერების გაძლიერებისა და ეფექტური ფუნქციონირებისათვის მოხდეს ბაზრის კვლევის შედეგების   დოკუმენტირება.
  • ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე’’     სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის  2015 წლის   17   აგვისტოს   №13    ბრძანების     მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებებში უნდა მიეთითოს  გამარტივებული შესყიდვის   სამართლებრივი   საფუძველი   –   კანონის   შესაბამისი   ნორმა.
  • ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული   შესყიდვის  ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე’’   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის  2015    წლის   17   აგვისტოს    №13    ბრძანების    მე- 10  მუხლის   მე-2     პუნქტის  ,,დ“  ქვეპუნქტის    შესაბამისად,   ხელშეკრულებებში   უნდა  მიეთითოს   შესყიდვის   ობიექტის   შესაბამისი    CPV კოდი.
  • ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015  წლის   17  აგვისტოს №13  ბრძანების   მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხელშეკრულებებში  უნდა  მიეთითოს ხელშეკრულების  მოქმედების  კონკრეტული  ვადა.
  • ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015  წლის   17  აგვისტოს №13  ბრძანების    მე-8  მუხლის  მე-3 პუნქტის შესაბამისად,   მიმწოდებლის  შერჩევაში  მონაწილე ფიზიკური პირის ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ სისტემაში  უნდა  აიტვირთოს  ხელშეკრულებასთან ერთად.
  • ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის  2015  წლის   17  აგვისტოს №13  ბრძანების   მე-8  მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობაზე განმახორციელებელი ფიზიკური პირის ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ სისტემაში უნდა აიტვირთოს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად.
  • ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების  წესის  დამტკიცების  თაობაზე’’  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის  2015  წლის   17  აგვისტოს №13  ბრძანების   მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად,  არ  უნდა  გაიზარდოს  თავდაპირველად დადებული   ხელშეკრულების  ჯამური  ღირებულება   10%-ზე  მეტი  ოდენობით.
  • ,,შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის  2011  წლის   10 თებერვლის  №13  ბრძანების   მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით,  გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულება უნდა  დარეგისტრირდეს  CMR-ში,  შესაბამისად, ხელშეკრულების დადებიდან  ან  ამ ხელშეკრულების ცვლილებიდან  არაუგვიანეს  10  დღის  ვადაში.
  • ,,შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის  2011  წლის   10 თებერვლის  №13  ბრძანების   მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით,  ხელშეკრულების  შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში,  არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, CMR-ში უნდა აიტვირთოს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, აისახოს საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია  და მიენიჭოს ხელშეკრულებას შესაბამისი სტატუსი (,,შესრულებული ხელშეკრულება’’ ან ,,შეუსრულებელი ხელშეკრულება’’).
  • იმისათვის, რომ  შემსყიდველმა  ორგანიზაციამ   მიიღოს   სასურველი შედეგი და დაიკმაყოფილოს საჭიროება, რეკომენდირებულია, ხელშეკრულებაში განისაზღვროს  შესყიდვის   ობიექტის  ზუსტი დასახელება, რაოდენობა,    ტექნიკური   პარამეტრები  და   ერთეულის ფასი.
  • ,,სახელმწიფო შესყიდვების  შესახებ’’ საქართველოს კანონის 202 მუხლის,   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 20 მარტის №2 ბრძანებით დამტკიცებული ,,A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების“, აგრეთვე  შესაბამისი  კონსოლიდირებული  ტენდერის  სატენდერო  დოკუმენტაციის  მიხედვით,   A4   ფორმატის    საბეჭდი   ქაღალდის   შესყიდვა  განახორციელოს შესაბამის კონსოლიდირებულ  ტენდერში  გამარჯვებული მიმწოდებლისგან.   A4 ფორმატის  საბეჭდი  ქაღალდის    სხვა  მიმწოდებლისაგან  შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში კი  შესაბამისი დასაბუთებით მიმართოს  კონსილიდირებული ტენდერის სატენდერო კომისიას.
  • ,,სახელმწიფო  შესყიდვების  შესახებ’’ საქართველოს კანონის 202  მუხლის, სახელმწიფო   შესყიდვების  სააგენტოს   თავმჯდომარის   2017   წლის  11  აპრილის №10 ბრძანებით დამტკიცებული ,,სხვადასხვა სახის პრინტერებისა და კარტრიჯების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და  პირობების“, აგრეთვე  შესაბამისი  კონსოლიდირებული  ტენდერის  სატენდერო  დოკუმენტაციის  მიხედვით,  სახელმწიფო  შესყიდვების  ერთიან  ელექტრონულ  სისტემაში რეგისტრირებული ყველა შემსყიდველი  ორგანიზაცია  ვალდებულია  A4  ფორმატის  ,,B’’ ტიპის   მრავალფუნქციური  შავ-თეთრი ლაზერული პრინტერების შესყიდვა განახორციელოს შესაბამის კონსოლიდირებულ  ტენდერში   გამარჯვებული   მიმწოდებლისგან.
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №230  ბრძანებით დამტკიცებული „ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებებზე გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის წესი“-ს  მე-4 მუხლის, მე-4 პუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე (თუ საწვავის ფაქტობრივად ხარჯვის ნორმები რეგლამენტირებული არ არის, საწვავი ჩამოიწერება ფაქტობრივი ხარჯისა და ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით), რეკომენდირებულია საწვავის  წვის ნორმა, გარდა,  ფაქტობრივი ხარჯვის მაჩვენებლებისა, განისაზღვროს საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.       პრაქტიკაში უნდა  დაინერგოს საწვავის ხარჯვის ეფექტური შიდა კონტროლის სისტემა, რაც უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და სპეც.ტექნიკის მიერ განვლილი მანძილის ან/და ნამუშევარი სათების ზუსტ აღრიცხვასა და  შესაბამისად,  ხარჯად  აღიარებული საწვავის ღირებულების  რეალურობას.
  • ,,ცენტრი“-მა უნდა  შეიმუშაოს  წარმომადგენლობითი   ხარჯის  გაწევის  ინსტრუქცია, რომელიც  დაარეგულირებს  წარმომადგენლობითი   ხარჯების  გაწევის  პროცედურებს,  მათ  შორის   წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელებას, განსაზღვრავს  წარმომადგენლობითი  ხარჯების  გაწევასთან   დაკავშირებით  შესადგენ  დოკუმენტაციას   და   უზრუნველყოფს  საბიუჯეტო  სახსრების    რაციონალურად  და   ეკონომიურად   ხარჯვას.
  • სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებისას აუდიტის ობიექტმა უნდა იხელმძღვანელოს  ,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“  საქართველოს   ფინანსთა  მინისტრის   2005 წლის 5 აპრილის  N220 ბრძანების შესაბამისად.  რაციონალური  ხარჯვის  პრინციპიდან გამომდინარე, აუდიტის ობიექტის შინაგანაწესის შესაბამისად, საბოლოო ანგარიშსწორებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ფაქტობრივი ხარჯის  დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • უნდა  მოხდეს  ავიაბილეთების  შესასყიდად  განხორციელებული ბაზრის კვლევის შედეგების  სათანადო   დოკუმენტირება.
  • ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესაბამისობაში მოყვანა მოხდეს საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანებით დადგენილი ნორმებთან.
  • დასარიცხი ცვეთა გავლენას ახდენს ფინანსურ ანგარიშგებაზე, აუდიტის ობიექტის კუთვნილ ძირითად საშუალებებზე ცვეთის დარიცხვა განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №439-ის – „ბიუჯეტზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ძირითადი საშუალებების ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად.
  • აუდიტის ობიექტის ბალანსი უნდა აკმაყოფილებდეს „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანების მოთხოვნებს.
  • აუდიტის ობიექტის ბუღალტერმა მოაწესრიგოს საბუღალტრო აღრიცხვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის №1321 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად და ასახოს   შესაბამისი  ინფორმაცია  ფინანსურ  ანგარიშგებაში.

 

           2019 წელს შიდა აუდიტორული შემოწმება განხორციელდა 1 (ერთი) შპს-ში, 1 (ერთი) ა(ა)იპ-ში, 1 (ერთი) სტრუქტურულ ერთეულში. მომზადდა ორი შიდა აუდიტორული ანგარიში და ერთი შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი. შემოწმებით გამოვლენილი მიგნებების აღმოსაფხვრელად აუდიტის ანგარიშებში აისახა შემდეგი სახის რეკომენდაციები:

  • წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურმა, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში თვითმმართველი ერთეულის ფინანსური და ქონებრივი ინტერესების დასაცავად ერთიანი პრაქტიკის დანერგვისათვის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის „ე.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოამზადოს/შეიმუშაოს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 50% – ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციის და ამორტიზებული და/ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი“-ს შესახებ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, რასაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი დასამტკიცებლად წარუდგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულას. აუდიტის ობიექტთან მიმართებით, რეკომენდირებული რეგულაციის გამოყენებით მარტივად გახდება შესაძლებელი შპს-ს  საკუთრებაში არსებული ქონების ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენა და მასთან დაკავშირებით შესაბამისი, რაციონალური გადაწყვეტილების მიღება.
  • წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის  შესაბამისმა სამსახურმა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 41-ე პუნქტის მოთხოვნების დაცვით მოახდინოს შპს-ს  მოქმედი წესდების (შეთანხმების) ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც ხელს შეუწყობს საწარმოს მმართველობასა და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურმა, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, შპს-ს დირექტორის უშუალო ჩართულობით უზრუნველყოს „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში“ შპს ეკონომიკური საქმიანობის შესახებ სსიპ „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური“-ს 2016 წლის 28 ივლისის N10 დადგენილებით დამტკიცებული „სეკ 006-2016“ სტანდარტით ინფორმაციის წარდგენა და შემდგომი რეგისტრაცია.

  • შპს-ს ხელმძღვანელის მიერ განხორციელდეს ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგება და შესაბამისი ინფორმაციის ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში.
  • მესამე პირ(ებ)თან კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ჩართვის პროცესში, წამომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას, შპს-ს დირექტორმა მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობით განსაზღვროს თუ რა ფორმის სახელშეკრულებო ვალდებულებებით უნდა მოახდინოს უზუფრუქტით მიღებული მუნიციპალური ქონების მესამე პირებზე სარგებლობაში გადაცემა. ხელშეკრულებები ასევე მკაფიოდ უნდა ასახავდეს იმ საგნის რეკვიზიტებს, რომელზეც მახარეები დებენ წერილობით გარიგებას.
  • იჯარის ფორმით უძრავი ქონების დროებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის პირობებში უნდა აისახოს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბრალეული სუბიექტის (მხარის) მიმართ, დარღვევით დამდგარი ზიანის (მიუღებელი შემოსავალი და სხვა) საკომპენსაციოდ შესაბამისი ფინანსური სანქციები – „პირგასამტეხლო“.
  • უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდეს ხელშეკრულებ(ებ)ის პირობების შესრულებაზე ჯეროვანი კონტროლი და გატარებული იქნას შესაბამისი ღონისძიებები ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ქირის ამოღების მიზნით. აგრეთვე მიზანშეწონილია, შენობ(ებ)ის იჯარით გაცემის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის პირობ(ებ)ში შესული ნებისმიერი ცვლილება აისახოს  დოკუმენტალურად.

          (შპს-სთან დაკავშირებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება კონკრეტული შპს-ს ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ, რის შესახებაც ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. )

 

 

  • განისაზღვროს შესყიდვების  წლიური   გეგმის  დამტკიცების  წესი და ფორმა,  შესყიდვები განხორციელდეს წინასწარ დამტკიცებული და სათანადო წესით  რეგისტრირებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად.
  • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხალშეკრულებების მოქმედების ვადები განისაზღვროს ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015  წლის   17  აგვისტოს №13  ბრძანების   მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
  • ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015  წლის   17  აგვისტოს №13  ბრძანების    მე-8  მუხლის  მე-3 პუნქტის შესაბამისად,  მიმწოდებლის  შერჩევაში  მონაწილე ფიზიკური პირის ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ სისტემაში უნდა აიტვირთოს ხელშეკრულებასთან ერთად.  აგრეთვე  ამავე  ბრძანების  მე-8 მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობაზე განმახორციელებელი ფიზიკური პირის ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ სისტემაში უნდა აიტვირთოს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად.

 

  • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხალშეკრულებები და ხელშეკრულებების ცვლილებები სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა აიტვირთოს „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის  2011 წლის 10 თებერვლის N13 ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
  • იმისათვის, რომ  შემსყიდველმა  ორგანიზაციამ   მიიღოს   სასურველი შედეგი და დაიკმაყოფილოს საჭიროება, რეკომენდირებულია, ხელშეკრულებაში განისაზღვროს  შესყიდვის   ობიექტის  ზუსტი დასახელება, რაოდენობა,    ტექნიკური   პარამეტრები  და   ერთეულის ფასი.
  • “ცენტრმა“ შესყიდული საქონლის ღირებულება აანაზრაუროს შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
  • საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №230  ბრძანებით დამტკიცებული „ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ძირითად საშუალებებზე გახარჯული საწვავის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის წესი“-ს  მე-4 მუხლის, მე-4 პუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე (თუ საწვავის ფაქტობრივად ხარჯვის ნორმები რეგლამენტირებული არ არის, საწვავი ჩამოიწერება ფაქტობრივი ხარჯისა და ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით), რეკომენდირებულია საწვავის  წვის ნორმა, გარდა,  ფაქტობრივი ხარჯვის მაჩვენებლებისა, განისაზღვროს საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.       პრაქტიკაში უნდა  დაინერგოს საწვავის ხარჯვის ეფექტური შიდა კონტროლის სისტემა, რაც უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და სპეც.ტექნიკის მიერ განვლილი მანძილის ან/და ნამუშევარი სათების ზუსტ აღრიცხვას.
  • ცენტრი“-ს ადმინისტრაციამ, ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის ჩატარება უზრუნველყოს „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესი“-ს დამტკიცების შესახებ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად.
  • “ცენტრი“-ს ბალანსზე რიცხულ ქონებაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირის დანიშვნა განხორციელდეს “ცენტრი“-ს მმართველის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველზე. ხსენებულ პოზიციაზე დანიშნულ პირთან გაფორმდეს ხელშეკრულება – სრული მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ამასთან, საინვენტარიზაციო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს მატერიალურად პასუხისმგებელი პირი.

 

                2020  წელს  განხორციელდა 1 (ერთი) ინსპექტირება,  მერიის სამსახურის ხელმძღვანელის წერილიობითი მომართვის  საფუძველზე, რომელიც ეხებოდა თანამშრომლის მიერ შედგენილ დოკუმენტში დაშვებული უზუსტობის აღმოსაფხვრელად განსაზღვრულ ვადის დარღვევას.  ინსპექტირების შედეგებზე დაყრდნობით, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობის ფაქტზე განხორციელებულ იქნა დისციპლინური წარმოება. ბრალეული საჯარო მოხელის მიმართ გაიცა რეკომენდაცია დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ. (რეკომენდაცა გათვალისწინებულ იქნა ბრალეული საჯარო მოხელის   მიმართებით).

ასევე 2020 წელში  შიდა აუდიტორული შემოწმება განხორციელდა 1 (ერთი) ა(ა)იპ-ში, 1 (ერთი) სტრუქტურულ ერთეულში. მომზადდა ერთი შიდა აუდიტორული ანგარიში,  და ორი შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი. აუდიტორული შემოწმებით გამოვლენილი მიგნებების აღმოსაფხვრელად აუდიტის ანგარიშში აისახა შემდეგი სახის რეკომენდაციები:

  • დაინერგოს დამატებითი კონტროლის  მექანიზმი, რომელიც  უზრუნველყოფს   სახელმწიფო შესყიდვების   განხორციელებას   მხოლოდ   წინასწარ  დამტკიცებული და სათანადოდ  რეგისტრირებული  გეგმის  შესაბამისად.
  • ,,სახელმწიფო შესყიდვების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  პირველი  მუხლის  მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე,  გარდა  ამ  კანონით  დადგენილი  გამონაკლისებისა.  ვინაიდან წარმომადგენელებით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები არ  განეკუთვნება   აღნიშნულ  გამონაკლისებს,  წარმომადგენელებით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შემსყიდველმა ორგანიზაციამ  უნდა  იმოქმედოს  ,,სახელმწიფო  შესყიდვების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  შესაბამისად.  აღნიშნულიდან  გამომდინარე  სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში გათვალისწინებულ იქნეს   წარმომადგენლობით  ხარჯებთან  დაკავშირებული   სახელმწიფო  შესყიდვები ( არსებობის  შემთხვევაში).
  • კონტროლის მექანიზმებისა და ინსტუტუციური მეხსიერების გაძლიერებისა და ეფექტური ფუნქციონირებისათვის   მოხდეს  ბაზრის   კვლევის   შედეგების   დოკუმენტირება.
  • სახელმწიფო შესყიდვის    შესახებ  ხელშეკრულებების გაფორმებისას  დაცული იქნას სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნები.
  • ელექტრონული ტენდერის  ჩატარების  წესის  დამტკიცების  შესახებ“ სახელმწიფო  შესყიდვების  სააგენტოს  თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 31-ე მუხლის  მე-7 პუნქტის მიხედვით  ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება  არ გაფორმდეს ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“ მინიჭებიდან მომდევნო 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
  • გაძლიერდეს კონტროლის  მექანიზმი,  რათა   უზრუნველყოფილ იქნას    გამარჯვებულ პრეტენდენტთან  ხელშეკრულების  დადება  სატენდერო   დოკუმენტაციაში   არსებული  ხელშეკრულების  პროექტის  საფუძველზე,   სატენდერო პირობებისა  და   გამარჯვებული  პრეტენდენტის   სატენდერო   წინადადების  შესაბამისად.
  • არ  განხორციელდეს  ხელშეკრულების   ცვლილება, თუ   ამ  ცვლილების   შედეგად იზრდება  ხელშეკრულების  ღირებულება ან შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უარესდება ხელშეკრულების  პირობები.
  • აუცილებლობის შემთხვევაში, საპროექტო დაწესებულებებიდან შესყიდულ პროექტებსა და ხარჯთაღრიცხვებში ცვლილებები განხორციელდეს ავტორებთან   შეთანხმებით,  სათანადო   არგუმენტაციის   საფუძველზე.
  • ვინაიდან სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოცულობებზე დაყრდნობით ხდება პრეტენდენტების მიერ სატენდერო წინადადებების წარმოდგენა, შემსყიდველმა მიუთითოს  გასაწევი მომსახურების მოცულობების (მაგ. დასაპროექტებელი ობიექტების სიგრძეების) შესახებ ინფორმაცია და მკაფიოდ აღწეროს შესყიდვის ობიექტი.
  • სახელმწიფო შესყიდვების  ერთიან   ელექტრონულ   სისტემაში  ელექტრონული ტენდერის გამოცხადებისას შესაბამისი ველები შეივსოს სწორად და არ აიტვირთოს ხარვეზის შემცველი სატენდერო დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დაინტერესებული პირებისთვის  სატენდერო  პირობები  გასაგები იქნება და ხელს შეუწყობს ტენდერებში მათ მონაწილეობას, კონკურენციის ზრდასა და სახელმწიფო სახსრების რაციონალურ ხარჯვას.
  • სატენდერო კომისიის  ნებისმიერი სხდომის ოქმი, გარდა სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმისა, სისტემაში  აიტვირთოს  ხელმოწერისთანავე.
  • პრეტენდენტთან მიმართებით ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ ხელწერილი სისტემაში აიტვირთოს, ამ პრეტენდენტის ვინაობის განსაჯაროების  შემდგომ  ასატვირთ  სატენდერო  კომისიის  პირველივე  სხდომის  ოქმთან  ერთად.
  • გატარდეს   ღონისძიებები,    რათა    უზრუნველყოფილი    იქნეს     გაფორმებული  ხელშეკრულებების  შესრულების  კონტროლსა და  ზედამხედველობაზე  განმახორციელებელი  ფიზიკური პირების   ხელწერილების  – ინტერესთა  კონფლიქტის არარსებობის   შესახებ –   სახელმწიფო    შესყიდვების   ერთიან  ელექტრონულ  სისტემაში ატვირთვა. ასევე  გაძლიერდეს   კონტროლის მექანიზმები, რათა  ხელშეკრულების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობაზე განმახორციელებელი ფიზიკური პირ(ებ)ის ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ სისტემაში ატვირთოს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ  დოკუმენტაციასთან  ერთად.  ამასთან, ხელშეკრულების  შესრულების  კონტროლსა  და   ზედამხედველობაზე   განმახორციელებელ ფიზიკურ პირს  არ  ევალება ინტერესთა კონფლიქტის  არარსებობის დადასტურება,  თუ აღნიშნული მას,  როგორც  სატენდერო   კომისიის  ან  სატენდერო   კომისიის  აპარატის   წევრს  იმავე  მიმწოდებლის  (პრეტენდენტის)  მიმართ  უკვე  დადასტურებული  აქვს  ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობისას, აგრეთვე გამარტივებული შესყიდვის დროს თუ აღნიშნული მას,  როგორც მიმწოდებლის  შერჩევაში მონაწილეს, უკვე  დადასტურებული  აქვს.
  • გატარდეს   ღონისძიებები,    რათა    უზრუნველყოფილი    იქნეს   გამარტივებული შესყიდვის ფორმით განხორციელებული შესყიდვების შესაბამისი  ხელშეკრულებების  შესრულების  კონტროლსა და  ზედამხედველობაზე  განმახორციელებელი  ფიზიკური პირების   ხელწერილების  – ინტერესთა  კონფლიქტის არარსებობის   შესახებ –   სახელმწიფო    შესყიდვების   ერთიან  ელექტრონულ  სისტემაში ატვირთვა.
  • სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გაკეთდეს შესაბამისი განმარტება დასმულ კითხვასთან მიმართებით. შესაბამისი  განმარტების   შედეგად  დაინტერესებული   პირებისთვის   სატენდერო   პირობები   უფრო   გასაგები  გახდება   და  ხელს  შეუწყობს   ტენდერებში   მათ   მონაწილეობას,   კონკურენტული   გარემოს   გაუმჯობესებას   და   სახელმწიფო  სახსრების  რაციონალურ  ხარჯვას.
  • „კითხვა-პასუხის“ მოდულში განმარტების  გაკეთებისას   მოხდეს  კანონმდებლობით  დადგენილი  ვადების  დაცვა,  ვინაიდან   მიღებულ  განმარტებაზე დაყრდნობით  დაინტერესებული  მხარე  იღებს  გადაწყვეტილებას ტენდერში  მონაწილეობის  შესახებ   და  დროში დაგვიანებული  პასუხი შესაძლოა არარელევანტური  აღმოჩნდეს  მისთვის, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს კონკურენციის შეზღუდვას.
  • გატარდეს ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სახელმწიფო   შესყიდვების   ერთიან  ელექტრონულ  სისტემაში  ხელშეკრულებების  შესრულების / შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის  ატვირთვა.
  • გაუმჯობესდეს კონტროლის ქმედითი მექანიზმები, რათა მომავალში  სახელმწიფო შესყიდვების  სააგენტოს  თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის   №2   ბრძანებით   დამტკიცებული  ,,შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესი’’-ს  მე-5 მუხლის  პირველი და მეოთხე პუნქტების მიხედვით, ხელშეკრულების  შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში,  არაუგვიანეს 10 დღის ვადაში,  სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში  აიტვირთოს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • სახელმწიფო შესყიდვების   ერთიან  ელექტრონულ  სისტემაში    ხელშეკრულებებს  მიენიჭოთ  შესაბამისი  სტატუსები („შესრულებული ხელშეკრულება“  ან  „შეუსრულებელი ხელშეკრულება“).