ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კვების პროდუქტები დარიგდა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კვების პროდუქტების დარიგება დაიწყო.
⏩ მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა რამდენიმე ოჯახს სააღდგომო ნობათი პირადად გადასცა.
🔷 ადგილობრივი ბიუჯეტიდან 320 სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის(0-65 000 ქულა), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილისა და 100 წელს გადაცილებული პირისთვის სასურსათო პაკეტების შესაძენად 16000 ლარი გამოიყო.
⏩ ნობათის დარიგებაში მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და საკრებულოს წევრები მონაწილეობდნენ.
✔პროდუქტი დაურიგდათ „წყალტუბოს ინკლუზიური ცენტრის“ აღსაზრდელებს, ხოლო „სათნოების სახლის თითოეულ ბენეფიციარს (სულ 190) პირად ანგარიშებზე 100-100 ლარი ჩაერიცხათ