ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

ბიუროს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე უძღვებოდა.

ბიუროს სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი შემდეგი საკითხები განიხილეს:

  1. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №26  დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით-იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი  წლიური საფასურის  ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

  1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანში N29.13.37.234 საკადასტრო კოდზე  მდებარე  შენობაში  განთავსებული 14.2. კვ.მ. ფართის(ერთი ოთახი) სარგებლობის უფლებით,  აუქციონის ფორმით,  იჯარით, 2(ორი) წლის ვადით გაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის  თანხმობის მიცემის თაობაზე.
  2. ქალაქ წყალტუბოში, კოლხეთის ქუჩა №2-ში მდებარე შენობის (საკ.კოდი №29.08.33.031)  პირველ და მეორე  სართულზე  განთავსებული 803.3 კვ.მ.   ფართის  პირდაპირი  განკარგვის წესით,  სარგებლობის უფლებით, 12  წლის ვადით , შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა ,,ოცნებისათვის’’ გადაცემის შესახებ.
  3. სს,,სილქნეტი’’-სათვის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, 5(ხუთი) წლის ვადით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის განთავსების მიზნით, გარე განათების  ბოძების გადაცემის შესახებ, წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
  4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის  28 აპრილის   სხდომის დღის     წესრიგის დამტკიცების შესახებ.