ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

ბიუროს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე უძღვებოდა.
ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის შესახებ, ინფორმაციის თაობაზე.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2020 წლის IVკვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
3 .წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2020 წლისა და 2021 წლის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ.
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ 2020 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების ანგარიშის შესახებ.
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას – საიჯარო ქირის წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
6 .ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრ ,,ჩვენი სახლისათვის’’( ს/კ 421268194), ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩის I შესახვევის,№2-ში მდებარე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობაში(საკ.კოდი №29.08.37.055)განთავსებული 164.8 კვ.მ.ფართის სარგებლობის უფლებით , პირდაპირი განკარგვის წესით, 1(ერთი) წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობაში (საკ. კოდი N29.07.32.290; საექიმო ამბულატორია) განთავსებული 79.1 კვ.მ. ფართის სარგებლობის უფლებით, სამედიცინო საქმიანობის განხორციელების მიზნით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2 (ორი) წლის ვადით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
8. სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის №1 საჯარო სკოლისათვის თამარ მეფის სახელის მინიჭების შესახებ, თანხმობის გაცემის თაობაზე
9. ქალაქ წყალტუბოში,ფარნავაზ მეფის ქუჩის №7ა კერძო სახლზე ნოდარ ნოეს ძე კოხრეიძის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ.
10. სოფელ მაღლაკში, კულტურის სახლისა და ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეზოს აღმოსავლეთ მხარეს ბეტონის დეკორატიულ ღობეზე ტარიელ გოგისვანიძის, იასონ ჟორჟოლიანისა და ბუდუ ბობოხიძის მემორიალური დაფების განთავსების შესახებ.
11. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 მაისის სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ.
ბიუროს სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდა.