ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა ნაწილი წელს დასრულდება

✅წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2020 წელს 123 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა
✅ აშენდა სასწრაფო სამედიცინო ცენტრი – პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 262 452 ლარით დაფინანსდა
🟢 140 დევნილთა ოჯახს გადაეცა საცხოვრებლი ბინა
✅ სოფელ გეგუთსა და წყალტუბოში დაიწყო ორი ახალი სკოლის მშენებლობა, რისთვისაც 7 000 000 ლარი იხარჯება
🟢 რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდა 33 საჯარო სკოლაში -2 091 294 ლარი
🟢 დაიწყო პროფესიული სასწავლებლისა და დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა
✅ სრულდება კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა პროექტის ღირებულება 9 000 000 ლარი..
🟢 დასრულდა წყალტუბო-ლენტეხი- ლასდილის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის 4 კმ. მონაკვეთის რეაბილიტაცია, ღირებულება – 2 900 000 ლარი.
✅ მიმდინარეობს იუსტიციის სახლი მშენებლობა
🟢 რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით დასრულდა 20 საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტი – 7 918 093 ლარი.
✅ გზების რეაბილიტაცია დასრულებულია მუნიციპალიტეტის 14 სოფელში და ქალაქის ორ ქუჩაზე
🟢 ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და განხორციელდა სხვადასხვა მიმართულების 51 პროექტი –
5 167 250 ლარი
✅ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 704 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 544 000 ლარი გამოიყო. მუნიციპალიტეტის ორმოდაშვიდივე სოფელში განხორციელდა სხვადასხვა მიმართულების 50 პროექტი
🟢 მოწესრიგდა 33 შიდა სასოფლო გზა, გარე განათების ქსელი მოეწყო 10 სოფელში
🟢დასრულდა სოფელ წყალტუბოში (მეორე უბანი) სასმელი წყლის მოწყობის სამუშაოები – 629 117 ლარი
✅ სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში წელს სულ 23 საინიციატივო პროექტის სამუშაოები განხორციელდა, პროგრამის ღირებულება 96 587 ლარი
🟢 პროგრამის ფარგლებში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები, საბავშვო სკვერები, სანაგვე ურნები და ტრენაჟორები დამონტაჟდა .
✅ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიას მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების უზრუნველყოფისთვის 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ჰქონდა 1 106 300 ლარი. რომლის ფარგლებშიც განხორციელდა 6 ძირითადი და 28 ქვეპროგრამა
🟢 სულ ჯანდაცვის და სოციალური პროგრამებით დახმარება მიიღო 5000-მდე ოჯახმა
✅ პანდემიიდან გამომდინარე 2020 წელს შეიქმნა საგანგებო ბიუჯეტი, მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, გამოიყო 51 000 ლარი და დახმარება გაეწია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 1050 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებს, მათ შორის 150 დევნილს
🟢 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს გადაეცათ 1 თვის საკვები პროდუქტი-3 ეტაპად, შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ტკბილეულის ნაკრები მიიღო 1700-მა პატარამ. მსგავის სახის დახმარებები 2021 წელსაც გაგრძელდება.