ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ნიჟარაძე უძღვებოდა.

სხდომაზე, კომისიის წევრებმა განიხილეს სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის №1 საჯარო სკოლისათვის თამარ მეფის სახელის მინიჭების საკითხი.

დეპუტატებმა იმსჯელეს ქალაქ წყალტუბოში, ფარნავაზ მეფის ქუჩის №7 კერძო სახლზე ნოდარ ნოეს ძე კოხრეიძის მემორიალური დაფის განთავსების საკითხზე.

ასევე, კომისიამ განიხილა სოფელ მაღლაკში, კულტურის სახლისა და ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეზოს აღმოსავლეთ მხარეს ბეტონის დეკორატიულ ღობეზე ტარიელ გოგისვანიძის, იასონ ჟორჟოლიანისა და ბუდუ ბობოხიძის მემორიალური დაფების განთავსების საკითხი.