ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მურმან შალამბერიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენისა და ტერიტორიული ზონირების შესახებ.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით – იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
3. შპს „ტელეკომ 1“-სათვის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, 2 (ორი) წლის ვადით, გარე განათების ბოძების ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის განთავსების მიზნით, გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანებისათვის“ 50 ერთეული 240 ლიტრიანი პლასტმასისა და 60 ერთეული 1100 ლიტრიანი გალვანიზირებული ფოლადის გამჭირვალე ბადიანი ნაგავშემკრები კონტეინერების გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
5. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2021 წელს საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო წინადადებების განხილვისა და მოწონების შესახებ.