ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მურმან შალამბერიძე უძღვებოდა.

კომისიის წევრემა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას – საიჯარო ქირის წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხი.

ასევე, სხდომაზე დეპუტატებმა იმსჯელეს ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრ „ჩვენი სახლისათვის“ (ს/კ 421268194), ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩის I შესახვევის, N2-ში მდებარე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობაში (საკ.კოდი N29.08.37.055) განთავსებული 164.8 კვ.მ. ფართის სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, 1 (ერთი) წლის ვადით,  უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის საკითხზე.

კომისიამ განიხილა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობაში (საკ. კოდი N29.07.32.290; საექიმო ამბულატორია) განთავსებული 79.1 კვ.მ. ფართის სარგებლობის უფლებით, სამედიცინო საქმიანობის განხორციელების მიზნით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2 (ორი) წლის ვადით გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხი.