პაატა ახალაძე
დაიბადა 1970 წლის 2 იანვარს სოფ. ოფურჩხეთში.
1986 წელს დაამთავრა ქუთაისის 31-ე საშუალო სკოლა.
1988-1993 წლებში სწავლობდა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე.
1992– 1993 წლებში სწავლობდა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლეს სკოლაში, სპეციალობით ბიზნეს იურისტი.
1997-1998 წლებში სწავლობდა უშიშროების აკადემიაში.
1998 წელს გაიარა ანტიტერორისტული კურსები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სკოლაში. სპეციალობა – ინსტრუქტორი.
2004 წელს სწავლობდა პოლიციის აკადემიაში.
1994-1995 წლებში მუშაობა დაიწყო საქართველოს შინაგანი ჯარების მთავარ სამმართველოში ოფიცერ – მეთოდისტის თანამდებობაზე.
1995-2004 წლებში მუშაობდა სახელმწიფო დაცვის სპეც. სამსახურში. ოპერატიული მიმართულების უფროს ოპერატიულ თანამშრომლად, პრემიერ-მინისტრის (ვაჟა ლორთქიფანიძის) უსაფრთხოების სამსახურის უფროსად.
2001 წელს მუშაობდა ვაჟა ლორთქიფანიძის საარჩევნო შტაბის კოორდინატორად ბაღდათის რაიონში.
2012 წელს მონაწილეობას იღებდა საარჩევნო კამპანიაში ბაღდათის რაიონში (,,ქართული ოცნება“).
2013-2014 წლებში მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,მექანიზატორის“ სამტრედიის სერვის-ცენტრის მენეჯერად (ვანი, ხონი, სამტრედია, წყალტუბო).
2014–2017 წლებში იყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
დამატებითი ინფორმაცია
1984 – 1985 წ. სპორტის ოსტატობის კანდიდატი თავისუფალ ჭიდაობაში, საბჭოთა კავშირის II და III ადგილის პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს შრომითი რეზერვების ჩემპიონი.
1998- 2000 წ. იყო ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების ჯგუფის წევრი .
1999 წ. გამოსცა ლექსების კრებული ,,ხმა“ ; 2010 წ. ლექსების კრებული ,,არეული“;
2014 წ. ლექსების კრებული ,,ადამიანი“
2002 წ. გოა, ინდოეთი, ქ.პენჯიმი, ექსპედიცია ქეთევან დედოფლის წმ. ნაწილების მოსაძიებლად, ექსპედიციის წევრი
2002-2003 წ. იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან გატანილი სიწმინდეების მოძიების და დაბრუნების ჯგუფის წევრი.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.