ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მორიგი  საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე უძღვებოდა.

სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მაოდგილე ზურაბ მაისურაძე და მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი ფატი გაგოშიძე ესწრებოდნენ.

დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 5 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

ცვლილება შევიდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში.

სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით-იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი  წლიური საფასურის  ოდენობის განსაზღვრის საკითხი.

მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  სოფელ მუხიანში   N29.13.37.234 საკადასტრო კოდზე  მდებარე  შენობაში  განთავსებული 14.2. კვ.მ. ფართის(ერთი ოთახი) სარგებლობის უფლებით,  აუქციონის ფორმით,  იჯარით, 2(ორი) წლის ვადით გაცემის საკითხზე.

ასევე, თანხმობა მიეცა მუნიციპალიტეტის მერს  ქალაქ წყალტუბოში, კოლხეთის  ქუჩა  №2-ში მდებარე შენობის (საკ.კოდი №29.08.33.031)პირველ და მეორე  სართულზე  განთავსებული 803.3 კვ.მ.   ფართის  პირდაპირი  განკარგვის წესით,  სარგებლობის უფლებით, იჯარით, 12  წლის ვადით, შპს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა ,,ოცნებისათვის’’ გადაცემის საკითხზე.

დეპუტატებმა განიხილეს და მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს სს,,სილქნეტი’’-სათვის  სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით, 5(ხუთი) წლის ვადით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის  განთავსების მიზნით, გარე განათების  ბოძების გადაცემის საკითხს.