ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მორიგი საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე უძღვებოდა.
სხდომას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი და მერიის სტრუქტურული სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
დეპუტატებმა სხდომაზე წარმოდგენილი 10 საკითხი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის საკითხი.
დეპუტატებმა მოისმინეს და დადებითად შეაფასეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2020 წლის IVკვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.
სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2020 წლისა და 2021 წლის პირველი კვარტლის შესრულების საკითხზე.
დეპუტატებმა მოისმინეს ანგარიში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ 2020 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების შესახებ.
საკრებულოს სხდომაზე განიხილეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას – საიჯარო ქირის წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის საკითხი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრ ,,ჩვენი სახლისათვის’’( ს/კ 421268194), ქალაქ წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩის I შესახვევის,№2-ში მდებარე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობაში(საკ.კოდი №29.08.37.055)განთავსებული 164.8 კვ.მ.ფართის სარგებლობის უფლებით , პირდაპირი განკარგვის წესით, 1(ერთი) წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის საკითხზე.
ასევე, მუნიციპალიტეტის მერს თანხმობა მიეცა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბში მდებარე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობაში (საკ. კოდი N29.07.32.290; საექიმო ამბულატორია) განთავსებული 79.1 კვ.მ. ფართის სარგებლობის უფლებით, სამედიცინო საქმიანობის განხორციელების მიზნით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2 (ორი) წლის ვადით გადაცემის საკითხზე.
დეპუტატებმა იმსჯელეს სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის №1 საჯარო სკოლისათვის თამარ მეფის სახელის მინიჭების საკითხზე.
საკრებულოს წევრებმა განიხილეს ქალაქ წყალტუბოში, ფარნავაზ მეფის ქუჩის №7ა კერძო სახლზე ნოდარ ნოეს ძე კოხრეიძის მემორიალური დაფის განთავსების და ასევე, სოფელ მაღლაკში, კულტურის სახლისა და ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეზოს აღმოსავლეთ მხარეს ბეტონის დეკორატიულ ღობეზე ტარიელ გოგისვანიძის, იასონ ჟორჟოლიანისა და ბუდუ ბობოხიძის მემორიალური დაფების განთავსების საკითხი.