ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

სოფელ საყულიაში ბეტონის გზის იგება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში ბეტონის გზის დაგების პროცესი მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა სამუშაოები პირველ მოადგილესთან ზურაბ მაისურაძესთან ერთად დაათვალიერა.
,,საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა არის ჩვენი პრიორიტეტი, ამ მიმართულებით მიმდინარე წელს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, მათ შორის გზა კეთდება სოფელ საყულიაში, გზების დაგება უკვე დასრულდა სოფელ გვიშტიბში, ოფშკვითში, თერნალში, რეაბილიტირებულია სოფელ მეორე უბნისა და ჩუნეშის დამაკვშირებელი გზა’’- აცხადებს გრიგოლ იოსელიანი
სოფელ საყულიაში, ტორაძეების უბანში არსებული გზა ათეული წლების განმავლობაში არ შეკეთებულა. ამჟამად აქ ბეტონის საფარი იგება, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. გზის რეაბილიტაციას ადგილობრივები დადებითად აფასებენ