ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

ტაძრები

  /  ტაძრები

ტაძრები

ქალაქ წყალტუბოს ტერიტორიაზე  მოქმედებს      წმინდა გიორგის,   მირქმის,   ამბროსი ხელაიას და წმინდა ბარბარესა და წმინდა მარინეს    სახელობის  ტაძრები.     2019 წელს დასრულდა  წყალტუბოს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი.
მუნიციპალიტეტის სოფლებში  დაცულია   კულტურული მემკვიდრეობის 60-მდე  ძეგლი    (ეკლესიიები, ციხე-კოშკები), მათგან გამორჩეულია იოანე ნათლიმცემლის სახელობის ეკლესია სოფელ დერჩში (XIIს.), ეკლესიის  ფრესკული მოხატულობა გვიანი საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის გამორჩეული ძეგლია.   დასრულებულია ღვთისმშობლის  ტაძრის რესტავრაციის სამუშაოები სოფელ ცხუნკურში,     აღდგენილია  სოფელ ზარათში მე-12  საუკუნის წმინდა ივლიტესა და კვირიაკეს სახელობის ტაძარი,  სოფელ დერჩში  დასრულებულია იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოები,  განახლებულია   საკურთხეველი და კედლის მოხატულობა. ტაძრები აშენდა სოფელ ქვიტირში, ფარცხანაყანევში.