ტურიზმი

  /  ტურიზმი

წყალტუბოს უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონე წყალი არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ჩვენს ქალაქში ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა იზრდება,    ბალნეოთავისებურებებთან ერთად სამკურნალოდ გამოიყენება    კარსტული  მღვიმეების  ,,სათაფლისა’’ და ,,პრომეთეს’’,  ,,საწურბლიას”   მიკროკლიმატი.

აქ გელით სიმშვიდე, ჯანსაღი გარემო, ზრუნვა ჯანმრთელობაზე, ეგზოტიკა, ხელმისაწვდომი ფასები, წყალტუბოელთა კეთილგანწყობა და სტუმართმოყვარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კეთილმოწყობილი და საოჯახო სასტურმოები, შესანიშნავი ქართული სამზარეულო და ტურისტული მარშრუტები საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. ტურისტების სურვილისამებრ, ადგილობრივი ტურისტული კომპანიების მიერ  შესაძლებელია, საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ტურისტული მარშრუტის მოწყობა

2019 წლის  6 თვის  მონაცემებით წყალტუბოში ჩამოსული ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობა შეადგენს –  21 483

2019 წელს   ,,ბალნეოკურორტი წყალტუბო“    გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აფილირებული წევრი გახდა. UNWTO – არის გაეროს სპეციალიზირებული ორგანო, რომელიც წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში და ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით სიცოცხლისუნარიანი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებას, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში.

2018 წელს  წყალტუბო, როგორც ბალნეოლოგიური კურორტი გახდა ევროპის ისტორიულ-თერმული ქალაქების ასოციაციის წევრი („ეითქა“). ასოციაციის წევრობა მიზნად ისახავს ბალნეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებას, აგრეთვე თანამშრომლობას მსოფლიოს სხვადასხვა ბალნეოლოგიურ ქალაქებთან, როგორებიცაა ბადენბადენი, ვიში და სხვა.

 

 

Tourism

 

Water with unique medicinal properties of Tskaltubo is the main factor, therefore, the number of visitors and tourists in our town is growing, karst caves: “Sataplia Cave”, “Prometheus Cave” and “Satsurblia Cave” microclimate are used with Balneo peculiarities. Quietness, healthy environment, health care, exotics, available prices, goodwill and hospitality from citizens of Tskaltubo, modern infrastructure, well-equipped and family hotels, excellent Georgian cuisine and tourist routes in any side of Georgia.Tourists can choose local tourist companies to arrange any tourist route. According to the data of 6 months of 2018, the number of tourists and holidaymakers arriving in Tskaltubo is 21 483 2018.This year, Tskaltubo became a Balneological Resort member of the European Historic Thermal Towns Association (EHTTA).Association membership is aimed at protecting and developing Balneological Heritage, as well as cooperation with various balneological cities around the world such as Baden-Baden, Vish and others

 

სათაფლის მღვიმე

 

სათაფლიის მღვიმე      1925 წელს  პეტრე ჭაბუკიანმა პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძებნის დროს  აღმოაჩინა. დეკორაციებად წარმოდგენილი სტალაქტიდები, სტალაგმიტები და სტალაგნატები აქ ურთიერთგანსხვავებულ დარბაზებსა და საოცარ პეიზაჟებს ქმნიან: მღვიმეში მუდმივი ტემპერატურა  14 გრადუსია.  სათაფლიის  სახელმწიფო ნაკრძალი აერთიანება კოლხურ ტყეს,  კარსტულ გამოქვაბულსა და დინოზავრის ნაკვალევს

სათაფლიას   სახელწიფო    ნაკრძალის  ინფრასტრუქტურა მოიცავს: ვიზიტორთა ცენტრს, დინოზავრის  ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობას, საგამოფენო დარბაზს, შუშის პანორამულ გადასახედს, კაფეებს, სუვენირების მაღაზიებს, კეთილმოწყობილ მღვიმესა და მარკირებულ ბილიკებს. აქ ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ დინოზავრის გაქვავებული ნაკვალევი, კარსტული მღვიმე, კლდის ბილიკი, კოლხური ტყე, პანორამული გადასახედები.
სათაფლიის აღკვეთილი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს,   სადაც აღმოჩენილია სხვადასხვა ეპოქის როგორც მტაცებელი, ასევე ბალახისმჭამელი დინოზავრის ნაკვალევი.

ვიზიტორთა ცენტრი:  წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ბანოჯა

ოჯახური მოგზაურობისთვის მოხერხებული, მარტივი საფეხმავლო მარშრუტები დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობის, უნიკალური კარსტული მღვიმის, საგამოფენო დარბაზის, რელიქტური კოლხური ტყისა და ველური ფუტკრის საბინადრო გარემოს დათვალიერებისა და  შუშის პანორამული გადასახედიდან იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედის ნახვის საშუალებას იძლევა.

შესვლის ღირებულება:

 

ბილეთის ფასი შეადგენს 8 ლარს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 18 ლარს.

·         ზრდასრული – 8 ლარი;

·         სტუდენტი და სკოლის მოსწავლე – 4 ლარი;

·         6 წლამდე ასაკის ბავშვები – უფასო.

გიდის მომსახურება ხორციელდება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე და შედის ბილეთის ღირებულებაში.

ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში

სამუშაო საათები: 10:00-დან 17:30 საათამდე

სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა

 

 

პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმე  სოფ. ყუმისთავის ტერიტორიაზე 1984 წელს მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიციის  წევრმა ჯუმბერ ჯიშკარიანმა აღმოაჩინა,   იგი მსოფლიოში უნიკალურ ძეგლად იქნა აღიარებული, რადგან  უდიდესია განზომილებით, გამკვრივების მრავალსახეობით, მიწისქვეშა მდინარეების მნიშვნელობითა და პეიზაჟის მრავალფეროვნებით.

12669657_985415388191732_5366413252602106807_nღირშესანიშნაობა: ბარემული ასაკის სქელშრეებრივ კირქვებში გამომუშავებული მღვიმე, ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა, აქ ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, ჰელიქტიტებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს. მღვიმის ფართობია 46,6 ჰა. „პრომეთეს მღვიმე“ სხვა მღვიმეებისგან განსხვავებით განიერი კორიდორებით ხასიათდება. მაქსიმალური სიგანე 25-30 მ-ია, ჭერის სიმაღლე 20-25 მ, ზოგიერთი დარბაზის სიგრძე 80-100 მ-ს აღწევს. აქ 17 სხვადასხვა ზომის დარბაზია. მღვიმეში არსებული ბილიკის სიგრძე 1,420 მეტრია, ხოლო ჯამური სიგრძე 20,000 მეტრს შეადგენს. მღვიმეს აქვს ორი გასასვლელი: ერთი ბოლოვდება მდინარით, რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი, მეორე გასასვლელი კი საფეხმავლოა და მღვიმის დარბაზიდან გარეთ გამოვყავართ.

მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავი, 175 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 22.623 E42 36.038

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა – 3 სთ და 30 წთ;
ქ. წყალტუბო – სოფ. ყუმისთავი – პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი –  6,4 კმ, ხანგრძლივობა – 10 წთ.

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. წყალტუბოში ან ქ. ქუთაისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

საკონტაქტო ინფორმაცია: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი: ბეტო მიქაძე ტელ: 577 10 14 17 ელ-ფოსტა: beto.promete@gmail.com

28161788_1668379903228607_3379270052782556366_o

ვიზიტორთა ცენტრი:  წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავი. პრომეთეს მღვიმის 1 საათიანი მარშრუტი არგონავტების, კოლხეთის, მედეას, სიყვარულის, პრომეთესა და იბერიის ზღაპრულ დარბაზებს გაივლის და ვიზიტორთა სურვილისამებრ, ქვეითი ან სანაოსნო გზით, მღვიმეში მდინარე ყუმის გამდინარე ნაკადზე 15 წუთიანი გასეირნებით მთავრდება.

 

ბილეთის ფასი:  საქართველოს მოქალაეებისთვის –  11.5 ლარს,   უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის  23 ლარს

·   ბავშვებისთვის-5.5ლარი

გიდის მომსახურება პრომეთეს მღვიმეში ხორციელდება ქართულ, ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზე და შედის ბილეთის ღირებულებაში.

·    ნავით გასეირნება მღვიმეში – 15 ლარი;

ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში

სამუშაო საათები: 10:00-დან 17:30 საათამდე

 

საწურბლიას მღვიმე

საწურბლიას მღვიმე პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმეა, რომელშიც  სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პირები გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას შეძლებენ.  პროექტის ფარგლებში, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი;  ამბულატორია.

მღვიმეში დამონტაჟდა განათების სისტემა. საწურბლიას მღვიმე ორ, – აქტიურ და პასიურ ზონად დაიყო. აქტიურ ზონაში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, ხოლო პასიურ ზონაში განთავსდა შეზლონგები.

საწურბლიას მღვიმე  პრომეთეს მღვიმიდან 2 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.  ინფრასტრუქტურული პროექტი

საქართველოს ბიუჯეტიდან 647 000 ლარით დაფინანსდა.                                                                                                                                      

ხომულის ციხე

 

ციხე (2) V-VII საუკუნის  ციხე   (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ხომული)  (განახლებულია მე-17 საუკუნეში), რომლის არსებობა ქვეყნისთვის სტატეგიულად მნიშვნელოვანი იყო.  მე-17 საუკუნეში ციხე განაახლა ზაალ ღოღობერიძემ. (ზაალის შვილი – გიორგი, მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის პაპა იყო). ზაალ ღოღობერიძე ციხისთავის ტიტულით იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებშია მოხსენიებული. ციხე დაშენებულია მღვიმეზე. მღვიმე მშრალია, მაღალჭერიანი.   ეს არის უმნიშვნელოვანესი შემთხვევა შუა საუკუნეების ციხის შერწყმისა ბუნებრივ წინაისტორიული პერიოდის ადამიანის სადგომთან“       ციხე 5 სართულისგან შედგებოდა        (ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული)  გალავნის კედლის სისქე 3 მეტრია. გალავნის ზღუდე შეპერანგებული ყოფილა თლილი ქვით. ციხის ეზოშია პატარა    მღვიმე(პირველყოფილი ადამიანის საცხოვრისი) აქ დღესაც მოედინება  წყარო,  საიდანაც საუკუნეების წინ  სასმელი წყალი ციხეს მიეწოდებოდა,   ციხის     ისტორიული მნიშვნელობიდან  გამომდინარე აუცილებელია მისი ტურიტულ მარშუტში ჩართვა.   ძეგლის  დაპიარება დადებითად იმოქმედებს მის აღდგენასა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე

ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ჩუნეში)    მუზეუმში   ძირითადად დაცულია ცნობილი ქართველი მწერლისა დასაზოგადო მოღვაწის ნიკო ლორთქიფანიძის (1880- 1944 წწ.) ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალები: პირადი ნივთები, წერილები, მწერლის ნაწარმოებების პირველი გამოცემები და ფოტო-ილუსტრაციები, დოკუმენტები, ფოტომასალა.  იმერული ოდა სახლი,      უძველესი ქვის მაგიდითა  და მრავლწლიანი  ცაცხვის  ხეებით.

 

გეგუთის ციხე -დარბაზი

 

10009863_299755576848248_2776862211797079024_nგეგუთის  ციხე- დარბაზი,  ((წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი გეგუთი)  თამარ მეფის ეპოქის ციხითა და სასახლის ნანგრევებით. ძეგლი აშენებულია შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრის ნანგრევებზე,  არქეოლოგთა ვარაუდით, აქ აღმოჩენილი სასახლის ნანგრევები მე-4, მე- 5 საკუნეებით თარიღდება.   გეგუთის ციხე  ემსახურებოდა გიორგი მესამეს, უამრავ ისტორიულ ეპოქას აერთიანებს. ქართველ მეფეთა საზაფხულო რეზიდენციის გუმბათები,   სასახლის მოპირკეთებული და მორთული კედლების ნანგრევები  თავიანთი მონუმენტურიბით და მასშტაბით  დღესაც წარუშლელ შთაბეჭდილებებს ტოვებს.

014 წელს სოფელ გეგუთში საქართველოს საერო არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლის გეგუთის ციხე დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები  ჩატარდა. სრულად აღდგა სასახლის დაზიანებული გალავანი, მოხდა გეგუთის ყველაზე რთულ მდგომარეობაში არსებული უბნების კონსერვაცია, სასახლეში დამონტაჟდა განათების სისტემები.
ყველაზე ადრეული ისტორიული ცნობა გეგუთის სასახლის შესახებ XII საუკუნეს ეკუთვნის, როგორც მატიანე მოწმობს, გეგუთი მეფეთა რეზიდენცია იყო. ციხე-დარბაზში სამი საამშენებლო ფენა გამოირჩევა. ყველაზე ადრეული(VIII-IXსს.) გეგმით მარტივი, დიდბუხრიანი სათავსო, ე.წ სანადირო სახლი, რომელიც შემდგომში მრავალოთახიანი დიდი ციხე-დარბაზის ფუნქციას ასრულებდა. 1926783_299755620181577_965028105367567061_n
XII საუკუნეში თლილი ქვის მაღალ სამმეტრიან ცოკოლზე აღუმართავთ აგურით ნაგები ოთხ იარუსიანი ციხე-დარბაზი. მისი მთავარი ნაწილია 14-მეტრიანი გუმბათით გადახურული ოთხმკლავიანი დიდი დარბაზი, სადაც წყდებოდა სახელმწიფო საქმეები. მისაღები დარბაზის აქეთ-იქით სხვადასხვა დანიშნულების სათავსოებია განლაგებული. მესამე სამშენებლო პერიოდს განეკუთვნება მთავარი ნაგებობის დასავლეთით მდებარე შენობა და სასახლის ეკლესია. სასახლემ ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია.