ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

ურთიერთთანამშრომლობის მემორენდუმს ხელი 21 სკოლის დირექტორმა მოაწერა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და ნარჩენების სეპარირების მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებები გრძელდება.
ევროკავშირის შავი ზღვის 2014-2020 პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, იმერეთის მხარის მეცნიერთა

კავშირ „სპექტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ცხაკაიამ და 21 სკოლის დირექტორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც მოიცავს სკოლებში გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას, გარემოსდაცვითი ღონისძიებების ორგანიზებას, ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას, კონკურსებისა და ტრენინგების ჩატარებას.

 ,,დღეს, როცა მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშეა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდების ჩართულობას გარემოდაცვით ღონისძიებებში, ნარჩენების სეპარირების კუთხით თანამედროვე მიდგომების დანერგვას, კვალიფიციურ კონსულტაციებს, ვფიქრობ ეს თანამშრომლობა იქნება შედეგებზე ორიენტირებული და სასიკეთოდ აისახება სამომავლო შედეგებზე’’- განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საზოგადოებას საერთაშორისო პროექტის “თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის” ძირითადი მიმართულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ცხაკაიამ. აღნიშნა, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტი აღნიშნული პროექტის წამყვანი პარტნიორია და აქტიურად თანამშრომლობს პროექტის პარტნიორებთან სომხეთიდან, მოლდოვიდან და რუმინეთიდან, რაც შესაბამისად, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საერთაშორისო ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
შეხვედრას ესწრებოდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი და წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი, რომელმაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ფაქტი დადებითად შეაფასა და მხარეებს წარმატებები უსურვა.