ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

ცენტრალური სტადიონის ირგვლივ ასფალტი დაიგო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
⏩წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
✅მიმდინარეობს ცენტრალურ სტადიონთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 52300 ლარით ფინანსდება.
✔,,საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება არის ჩვენი პრიორიტეტი, სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ქალაქში , ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებშიც, გზების დაგების პროცესი პანდემიის პირობებშიც აქტიურად გრძელდება, პროექტები ფინანსდება რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, პროცესს მუდმივად ვაკვირდებით, კეთდება ხარისხისა და ვადების მონიტორინგი -აცხადებს გრიგოლ იოსელიანი.