ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

წყალტუბოელი ახალგაზრდები ინოვაციურ პროექტებში მონაწილეობენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი პროექტის „დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით“ პრეზენტაციას დაესწრო და პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.
პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე, დამოუკიდებელი მედიის გაძლიერების, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ახალგაზრდებში მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარების საკითხებზე წყალტუბოს განვითარების ჯგუფის (LAG ) მენეჯერმა თეონა ქობულაძემ ისაუბრა.
წყალტუბოში ახალი პროექტის განხორციელების ფაქტი დადებითად შეაფასეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს “ თავმჯდომარემ ბადრი პაპავამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძვანელმა მამუკა ჩხეტიანმა და ახალგაზრდების საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კუჭავამ.
პროექტის მონაწილე 21 ახალგაზრდას სერთიფიკატები გადაეცათ.
წყალტუბოს განვითარების ჯგუფმა (LAG Tskaltubo) პროექტი „დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით“ დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და USAID-ის მიერ და მას „ფიფლ ინ ნიდი“ ახორციელებს.