ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

წყალტუბოელ ფერმერებს სახელმწიფო კომპანია “იმერეთის აგროზონის” ახალი ინიციტივა გააცნეს

    📌  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მერის მოადგილეები ზურაბ მაისურაძე და ალექსანდრე დადუნაშვილი, შპს ,,იმერეთის აგრო ზონის“ დირექტორს არჩილ ბუკიას, ამხანაგობა „გეოჰოლდინგ“ და KSH -ის აღმასრულებელ დი
რექტორს გიორგი დადიანს და ფინანსურ ექსპერტს მაიკლს ნორსს შეხვდნენ. შეხვ

ედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ფერმერები.
მხარეებმა განიხილეს სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის მიმდინარეობა.
📌პროექტს სახელმწიფო კომპანია „ იმერეთის აგრო ზონა“ ახორციელებს და მას საკონსულტაციო მომსახურებას უწევს ქართულ ჰოლანდიური კონსორციუმი.
✅ აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს 220 ჰა მიწის ფართობ ზე სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარებას წყალტუბოს და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში.
✅ არჩილ ბუკიას განმარტებით, შემუშავებულია პროექტის განხორციელების კონცეფცია, მიწის

ნაკვეთების ტოპოგრაფიული, გეოლოგიური და საინჟინრო შე

სწავლა, მოხდა ფართობის სხვადასხვა ტექნოლოგიურ ზონებად დაყოფა – მაღალ, საშუალო და დაბალ ტექნოლოგიურ ზონებად, სადაც შესაბამისი სათბურები განთავსდება.
✅ პროექტი ასევე ითვალისწინებს სატრენინგო და სადემონსტრაციო რეგიონალური ცენტრის შექმნას, სადაც მოხდება მუშახელის, აგრონომების და მენეჯერების გადამზადება თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად.
✅ აქვე შეიქმნება შემგროვებელი ლოჯისტიკური ცენტრი, რომელიც მთელ მუნიციპალიტეტს მოემსახურება.
✅კომპანია 2021 წლის 1 მარტს ოფიციალურად გამოაცხადებს, საჯარო და გამჭვირვალე, სპეციალურად შექმნილი ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით.
✅ ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებით, შპს „იმერეთის აგრო ზონას” დაგეგმილი აქვს მიიწვიოს ყველა დაინტერესებული მხარე, სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტში მონაწილეობისათვის.