ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

წყალტუბოს მერი ვაქცინაციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა. მერმა აუდიტორიას ქვეყანაში ვაქცინაციიასთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო.

როგორც ცნობილი გახდა დღეიდან მედპერსონალთან ერთად, ვაქცინის გაკეთებას 65 წელს ზემოთ პირებიც შეძლებენ.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და 65 წელს ზემოთ პირებს „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ.

„ფაიზერის“ ვაქცინა რიგის დაჯავშნის პორტალზე საღამოს 18:00 საათიდან აისახება და ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება.

„ხანდაზმულ ადამიანებს შესაძლოა გაუჭირდეთ დამოუკიდებლად რიგის დაჯავშნა, ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმარებით რეგისტრაციაში.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში. ამჯერად იმერეთიდან მხოლოდ ქუთაისის და საჩხერის სამედიცინო დაწესებულებებია მითითებული, შესაძლებელია მოკლე ხანში დაემატოს წყალტუბო“, – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

ონლაინ დაჯავშნის შემთხვევაში ქალაქის არჩევის შემდეგ ინიშნება სასურველი კლინიკა, შემდეგ გადავდივართ მეორე ეტაპზე, სადაც იჯავშნება მოქალაქისთვის სასურველი თარიღი დროის მითითებით, მესამე ეტაპზე კი სისტემაში შეჰყავთ პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სახელი, გვარი, ტელეფონი ( ელ ფოსტა ასეთის არსებობის შემთხვევაში), მეოთხე ეტაპზე – დასტურდება ჯავშანი.

ვაქცინაციისთვის ჩაწერა ასევე შესაძლებელია ცხელი ხაზის საშუალებით ნომერზე: 1522.

მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრას პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე და მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი ესწრებოდნენ.

 

სასარგებლო ინფორმაცია:

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი:

https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია:

https://fb.watch/4c2mI8hKtj/