ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა 2020 წლის ანგარიში დისტანციურად წარუდგინა მოსახლეობას

      წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა 2020 წლის 10 თვის ანგარიში წარადგინა.
 პანდემიის გამო გაწეული მუშაობის შედეგების მოსახლეობისთვის გაცნობა ონლაინ რეჟიმით წარიმართა.
 ბატონმა გრიგოლ იოსელიანმა ისაუბრა 2020 წლის ბიუჯეტის, განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური პროგრამების, კოვიდ -19- თან მიმართებაში გატარებული ღონისძიებების, ჯანდაცვის, ზედამხედველობის, კულტურის, სპორტის და სხვა დარგებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
 2020 წლის ანგარიში მოისმინეს მერის სამოქალაქო მრჩევლთა საბჭოსა და ახალგაზრდების საკრებულოს, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა, ასევე პედაგოგებმა, მედიკოსებმა და სტუდენტებმა.
 მუნიციპალიტეტის მერმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს და განიხილა 2021 წლის ბიუჯეტი.