ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

წყალტუბოში გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით წყალტუბოში მწვანე სივრცის შენარჩუნებისა და ბუნების მიმართ ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერების მიზნით დასუფთავების აქცია მოეწყო.
გარემოსდაცვით თემატიკაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევრები წარმოადგინეს სამხატვრო სკოლის აღსაზრდელებმა
ადგილობრივი თვითმმარველობის ორგანიზებითა და საერთაშორისო პროექტის ,,თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის’’ მხარდაჭერით დასუფთავების აქცია რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართა.
ევროკავშირის შავი ზღვის 2014-2020 პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში მწვანე ხეივანში მოეწყო თემატური გამოფენა, სამხატვრო სკოლის აღსაზრდელებმა ღია სივრცეში დახატეს ქალაქის ხედები, პალიტრაზე ასახეს ახალგაზრდების დამოკიდებულება გარემოს დაცვის საკითხის მიმართ.
 ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის” აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ცხაკაია ესწრებოდნენ, ქალბატონმა ქეთევანმა მომავალ მხატვრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, „გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა“(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის ერთ-ერთ გარემოსდაცვით საკითხს.
პირველად გარემოს დაცვის დღე 1973 წელს აღინიშნა.
+28
4460
ადამიანი მოიცვა
460
Engagements
პოსტის რეკლამირება
53
18 გაზიარება
მომწონს

 

კომენტარი
გაზიარება