ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

წყალტუბოში რეკრეაციული სივრცეები ეწყობა

ქალაქ წყალტუბოში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება. სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში ახალი საბავშვო სივრცეები ეტაპობრივად ეწყობა.
ტაბიძის ქუჩაზე, ახალი სკვერი მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა პირველ მოადგილესთან ზურაბ მაისურაძესთან ერთად დაათვალიერა.  სკვერი მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით კეთილმოეწყო საბავშვო კუთხით და თანამედროვე ინვენტარით. პროექტი განხორციელდა სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, სკვერის მოსაწყობად დაიხარჯა 56327 ლარი