ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 9 თვის ანგარიში 11 .10. 2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში

მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი

საანგარიშო პერიოდი – 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის სექტემბრის ჩათვლით

ანგარიშის ტიპი  (რიგითი, რიგგარეშე) – რიგითი

 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის  დებულების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით 2020 წლის   განმავლობაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში   შემავალი სტრუქტურული ერთეულები აქტიური მუშაობით ატარებდნენ კონკრეტულ ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი ეკონომიკური, სოციალური და კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის განხორციელებისთვის.     მერის მიერ სისტემატურად  ხორციელდებოდა 2020 წლის     ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამების, პროექტების შემუშავების სამუშაოთა კოორდინაცია და მათი შესრულების კონტროლი.  გატარდა რიგი ღონისძიებები covid-19 -ის პრევენციის, სადეზინფექციო სამუშაობისა და  შეჭივრებული მოსახლოების დახმარების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის  უფლებამოსილება ხორციელდებოდა მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების;  საფინანსო – საბიუჯეტო;  ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის;  სივრცითი მოწყობის, ინფასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის; ზედამხედველობის;  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის;    კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა; სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის;   შიდა აუდიტისა და მონიტორინგის  სამსახურების   მეშვეობით.

ორგანიზაციული საქმიანობის სფერო         

საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების განყოფილების მიერ

  1. დამუშავდა (დოკუმენტების რეგისტრაციაში გატარება, რეზოლუციისათვის მომზადება,

ადრესატებისათვის გადაცემა) 4778 განცხადება და 5637  წერილი.

  1. იურიდიულ და ფიზიკურ პირებს გაეგზავნა 6719 წერილი.
  2. 3. გაგზავნილი იქნა 988 საფოსტო გზავნილი.
  3. 4. 2020 წლის ათი თვის განმავლობაში ცვლილებების შესაბამისად ახლდებოდა

მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურა.

  1. 5. მომზადდა 35- საჯარო ინფორმაცია.
  2. 6. მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა მიღება-დამისამართება მოთხოვნათა

შესაბამისად სტრუქტურული ერთეულების მიხედვით.

2020 წლის ათი თვის განვლილ პერიოდში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული 35 -ვე    განცხადება  დაკმაყოფილდა დადებითად, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმისა და შესაბამისი გასაჩივრების ფაქტებს ადგილი არ ქონია.

საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ    წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2020 წლის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის,  სატენდერო კომისიის,  მოქალაქეობის დადგენის მიზნით პირის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი    კომისიის, პატივგების კომისიის, სტიქიის, ხანძრის შედეგად დამდგარი ზარალის აღრიცხვის შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის  განსაზღვრის   კომისიის, სათნოების სახლის ბენეფიციართა სიის დამდგენი კომისიის სხდომებში.

 

 

ადამიანური რესურსების მართვის სფეროში

 

საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში eDocument. ge-ში დაუშავებული იქნა 250 განცხადება;

ორგანიზებული იქნა   3 კონკურსი,  მომზადებულ იქნა    4  საჯარო მოხელის გამოსაცდელი ვადით და  2  განუსაზღვრელი ვადით,  2  შრომითი  ხელშეკრულებით  და 1 ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დანიშვნის ბრძანებები,   ასევე     1 შრომითი ხელშეკრულების   და 1 ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის დოკუმენტები.

მომზადდა  მივლინებისთვის საჭირო  48 დოკუმენტი, შვებულების – 91 ,საჯარო მოხელის სამსახურეობრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ -35, ბიულეტინის დახურვის -9  და საჯარო მოხელისათვის ფუნქციების დაკისრების – 11  ბრძანება

უზრუნველყოფილ იქნა საჯარო სამსახაურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებად ვებ-გვერდზე  – Hr.gov.ge ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის პირობების განთავსება.

 

  იურიდიული საქმიანობის სფეროში

   

  1. მომზადდა    წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები   და უზრუნველყოფილ იქნა  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება .
  2. ,,ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსის’’ მე- 16 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესრულების მიზნით მომზადდა ნორმატიული სამართლებრივი აქტები.
  3. მერიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით გაწეულ იქნა შესაბამისი იურიდიული კონსულტაციები.

კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით  და  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების სრულყოფის შესახებ მომზადდა წინადადებები და მერის 25  ბრძანების პროექტი;

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა  და ვიზირება    გაცემულ იქნა  820 დოკუმენტზე;

  • ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიის’’ მე- 16 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესრულების მიზნით,  2020 წლის განმავლობაში მომზადდა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინა  დასამტკიცებლად  ნორმატიული აქტების პროექტები.  მათ შორის:

1.,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.

  1. -,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის № 42 დადენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტი.

3.- ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №49 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტი;

4.,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი;

  1. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9  მარტის  №20    დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტი; –

6.. -,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის 42 დადენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტი

  1. ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის’’ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ივლისის N 13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტი
  2. წყალტუბოს მუნიციპალტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის შეღავათის დაწესების შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი
  3. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ[‘ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის № 76 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტი –

10.„ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების უფლებამოსილების მინიჭებისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს დადგენილების პროექტი.

  • მუნიციპალიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი წესის დადგენის მიზნით მომზადდა ასევე საკრებულოს 2 განკარგულების პროექტი :

1.,,2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსების რეგულირების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი

2.,,2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიისათვის (აგიტაცია) შენობა- ნაგებობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი

მერიის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფის მიზნით იურიდიული კონსულტაციები გაეწია მერიის სამსახურების პროფესიულ საჯარო მოხელეებსა და მერის მიერ დაუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლებს.

უზრუნველყოფილი იქნა ფიზიკური და იურიდიული პირების 181 კორესპოდენციის  განხილვა.

უზრუნველყოფილი იქნა მერიის მიერ შექმნილ 5 სახის კომისიის სხდომებში  მონაწილეობის მიღება   (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2020 წლის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის მიზნით შექმნილი კომისია, არასაცხოვრებელი და საცხოვრებე;ლი ფართის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მიზნით შექმნილი კომისია, სატენდერო კომისია, მოქალაქეობის დადგენის მიზნით პირის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისია) და სამართლებრივი რეკომენდაციების გაწევა კომპეტენციის ფარგლებში.

უზრუნველყოფილი იქნა სასამართლოში წარსადგენი საპროცესო დოკუმენტაციის (სარჩელი, განცხადება, შუამდგომლობა, შესაგებელი, საჩივარი და ა.შ) მომზადება 24 ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეზე და მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში  წარდგენის უზრუნველყოფა შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში.

მინდობილობის საფუძველზე უზრუნველყოფილი იქნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში 24 საქმეზე , აქედან 3 სამოქალაქო საქმეზე   და 21 ადმინისტრაციულ საქმეზე. აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით წლის განმავლობაში მიმდინარეობა სასამართლო სხდომები (მოსამზადებელი,მთავარი).დღეის მდგომარეობით უმრავლესობა  განხილვის ეტაპზეა და არ არის დასრულებული.

პირველი და მეორე  ინსტანციის სასამართლოში მერიის სასარგებლოდ დასრულდა:

სს ,,იბერია 21’’-ის მიმართ სამოქალაქო სარჩელის განხილვა  (რომელიც შეეხება ხელშეკრულებით (გარანტიით)  ნაკისრი ვალდებულების  შეუსრულებლობას). აღნიშნული საქმის განხილვის  შედეგად მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხე ,,იბერია 21’’-ს მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 147 646, 67ლარის გადახდა.

ლაშა ქუთათელაძის სამოქალაქო სარჩელის განხილვა, რომელიც შეეხება უნებართვო მშენებლობის/ უკანონოდ წარმოებული მშენებლობის დემონტაჟის საკითხს, რის შედეგადაც სასამართლო გადაწყვეტილება დღეის მდგომარეობით აღსრულებულია მერიის სასარგებლოდ.

რაც შეეხება დანარჩენ სასამართლო პროცესებს მიმდინარეობს წარმოება და  ამ ეტაპზე განხილვა არ არის დასრულებული.

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის   სფეროში

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებსა და ქალაქ წყალტუბოს მჭიდროდ დასახლებულ უბნებში განხორციელდა მოსახლეობასთან სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირების 50-ზე მეტი შეხვედრა.

სისტემატიურად ხდებოდა მუნიციპალიტეტში განვითარებული მთავარი მოვლენების შესახებ შესაბამისი მასალებისა და ვიდეო კადრების  ცენტრალური და რეგიონული ტელევიზიებისთვის მიწოდება,  პერიოდულად შუქდებოდა პანდემიის პერიოდში კოვიდ -19 თან მიმართებით სასტუმროებში  არსებული მდგომარეობა და ზოგადად ის ღონისძიებები. რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებდა;

აღნიშნულ პერიოდში  წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განვითარებული  მოვლენების,   სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირების  ოფიციალური  შეხვედრების, თათბირების, კონფერენციების, ფესტივალების,  ინფრასტრუქტურული  პროექტების შესახებ ინფორმაციები განთავსებული იქნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ოფიცალურ ვებგვერდზე (www tskaltubo. Gov. ge), ასევე სოციალურ ქსელში კერძოდ,  ფეისბუქის  მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდსა და მერის გრიგოლ იოსელიანის გვერდზე, აღნიშნული მასალები გავრცელდა სააგენტოების ინტერპრესნიუსი, ფრონტნიუსი ’’ )გვერდებზე,  ყველა მასშტაბური პროექტისა და ღონისძიების შესახებ ინფორმაციები გადაიცა ცენტრალური და რეგიონული ტელევიზიების ეთერით.     გაკეთდა  2020 წლებში განხორციელებული   ინფრასტრუქტურული პროექტების  არქივი.

 

  1. მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში განახორციელა შემდეგი საქმიანობა:
  2. შეიმუშავა და    საკრებულოს განსახილველად  წარუდგინა    79  განკარგულებისა და   23  დადგენილების   პროექტი
  3. საკრებულოს თავმჯდომარეს  რიგგარეშე სხდომების მოწვევის თაობაზე   გაუგზავნა   5   წერილი
  4. საკრებულოს დასამტკიცებლად  წარედგინა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესატანი    20     ცვლილება

 

 

  1. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შედეგად :

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 დეკემბრის N 43 დადგენილებით დამტკიცებული იქნა 15 752.0 ათასი ლარი. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების შედეგად 1 ნოემბრისათვის ბიუჯეტი განსაზღვრული იქნა 30 685.0 ათასი ლარით.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბიუჯეტი გაზრდილია   5 339.5 ათასი ლარით.

დღეის მდგომარეობით 2020 წლის ბიუჯეტი განსაზღვრულია შემდეგი პარამეტრებით:

დაზუსტებული ბიუჯეტი შეადგენს  – 30 685.0 ათასი ლარს.

მათ შორის:

შემოსავლები გადასახადებიდან – 10 609.2 ათასი ლარი; (დღგ-8409,2; ქონების გადასახადი-2200.0)

არასაგადასახადო შემოსავლები   –   3034.2 ათასი  ლარით

არაფინანსური აქტივების კლება – 100,0 ლარით

მიზნობრივი ტრანსფერი – 170 .0 ლარი

რგფ-დან გამოყოფილი თანხა 7491.5 ათასი ლარი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა – 704. 0 ლ.

ბიუჯეტით გათვალისწინებული ტრანსფერი -1 100.0 ათასი ლარი;

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები (მყარი ნარჩენები) -270.0 ლარი;

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსება- 2 360.9 ათასი ლარი;

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები – 690.0 ლარი

თავისუფალი ნაშთიდან მიმართული -4155.2 ათასი ლარი.

 

 

  1. მუნიციპალიტეტის მერმა ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში განახორციელა შემდეგი საქმიანობა:

 

საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისა და ქონების განკარგვის მიზნით სახელმწიფოდან გადმოცემული იქნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში 10 ერთეული  ქონება.

სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ იქნა მუნიციპალიეტის საკუთრებაში არსებული 6 ერთეული ქონება.

გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული შპს,, წყალტუბოს საფეხბურთო კლუბ სამგურალის’’ 100% წილის პრივატიზების შესახებ, რის შედეგადაც ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი იქნა 33280 ლარი.

სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგის წესით, იჯარის ფორმით გაიცა 2 ერთეული უძრავი ქონება, ელექტრონული აუქციონის ფორმით, იჯარით გაიცა 1  ერთეული უძრავი ქონება.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შენობა-ნაგებობების იჯარიდან შემოსულმა თანხამ შეადგინა  27 086 ლარი, მიწის იჯარიდან  შემოსულმა თანხამ -4613               არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ უსასყიდლოდ საკუთრებაში გაიცა  15  საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი.

 

  1. ზედამხედველობის სფერო

კოვიდ-19-ით შექმნილ ვითარებასთან  დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული რეკომენდაციებისა და შეზღუდვების შესრულების მიზნით  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ სხვადასხვა საქმიანობის მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს  წერილობით მიეწოდათ რეკომენდაციები,  მიმდინარეობდა მონიტორინგი,  მუშაობის გაგრძელებაზე დადებითი რეკომენდაცია მიეცა 17 სასტუმროს, ასევე ხდებოდა ბაზრის კვლევა და რეგულირება, რათა პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, პირველადი მოხმარების საგნებსა და სურსათზე  თვითნებურად არ გაზრდილიყო ფასები.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით  პანდემიის შესაბამისად  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ზოგადი რეკომნდაციების შესრულების მიზნით, განხორციელდა 33 საჯარო სკოლის შემოწმება და მათთვის რეკომენდაციების მიცემა, რათა უსაფრთხოდ დაწყებულიყო სასწავლო პროცესი.

2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით ადგილობრივ ბიუჯეტში დასუფთავების გადასახადიდან შემოსულმა თანხამ შეადგინა -94 359 ლარი, ასევე აღნიშნულ პერიოდში სამშენებლო სამართალდარღვევების გამოვლენითა და მათ წინაააღმდეგ კანონით განსაზღვრული ქმედებების განხორციელების შედეგად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შემოსულმა თანხამ შეადგინა 2400 ლარი.

            

 

  1. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაცია

2020 წლის 10 თვის განმავლობაში პერიოდულად  მიმდინარეობდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევ წვევამდელთა  პერსონალური უწყებების დარიგება, პირადი საქმეებისა და დოკუმენტების მომზადება, რეზერვში ჩასარიცხ მოქალაქეთა ბრძანების პროექტის მომზადება და რეზერვში ჩარიცხვა.

394 – წვევამდელის  მასალები     გადაეცა  პოლიციას  –   ვინაიდან საცხოვრებელი რეგისტრაციის  ადგილზე ვერ მოხერხდა  დაუწყება.

34- წვევამდელზე მასალები გადაეცა  სასამართლოს – ვინაიდან დაუწყების შემდეგ არ გამოცხადნენ გამწვევ კომისიაზე.

პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ იქნა სხვადასხვა წელს დაბადებული 207 მოქალაქე, საქართველოს შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში ჩაყვანილ იქნა 148 წვევამდელი, მათგან  საქართველოს სამხედრო ძალებში გაწვეულ იქნა -28, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაწვევა გადაუვადდა -7 წვევამდელს, დამატებით, სამედიცინო გამოკველვაზე გაგზავნილ იქნა -8, სამხედრო სამსახურისთვის შეზღუდულად ვარგისად იქნა ცნობილი-104, სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად იქნა ცნობილი 11. წვევამდელი. მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო გაწვევა გადაუვადდა -4 წვევამდელს. შეღავათი გაუფორმდა: 189 მღვდელმსახურს, 168-სტუდენტს, 56-მოსწავლეს, 31-დედისერთას, 19-ერთშვილიანს და 13-ორშვილიანს, 77-წვევამდელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე.

მოხსნილია სამხედრო აღრიცხვიდან საქართველოს სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით 61 გარდაცვლილი  მოქალაქე, ასევე მოხსნილია და გადაყვანილია სამხედრო სპეც-აღრიცხვაზე-15, ხოლო საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის შეცვლასთან დაკავშირებით აყვანილია აღრიცხვაზე-28 მოქალაქე, ასევე გადაგზავნილია სხვადასხვა რეგიონებში რეგისტრაციის შეცვლასთან დაკავშირებით  17 მოქალაქე. სასამართლოებიდან შემოსული 56 განაჩენის ასლის შესახებ შესრულდა  შესაბამისი ღონისძიებები, გაიცა რეზერვისტის დროებითი სამხედრო მოწმობა 39 რეზერვისტზე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე რეზერვში გადაირიცხა ზღვრული ასაკის (27 წელის) შესრულების გამო 144  მოქალაქე, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ 64 მოქალაქე

სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის საქმისწარმოებისას, დამუშავდა (დოკუმენტების რეგისტრაციაში გატარება, რეზოლუციისათვის მომზადება, ადრესატებისათვის გადაცემა)  220  განცხადება,  298  შემოსული წერილი, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს გაეგზავნა 544 წერილი.

სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში შემოსული დოკუმენტაცია დამუშავებულ იქნა ელექტრონულად, ასევე  მომზადდა მერის  50 ბრძანების პროექტი,  3 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ბრძანების პროექტი,  გაგზავნილ იქნა – 116  საფოსტო გზავნილი და შეიქმნა წვევამდელთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის 36 – ოქმი.

 

 

  1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სფერო

 

2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად რეგიონული განვითარების ფონდში წარდგენილი საპროექტო წინადადებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტს 20 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის დასაფინანასებლად სულ გამოეყო 7918093 ლარი, საიდანაც ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანასების წილმა 448 697 ლარი შეადგინა. გამოყოფილი თანხის ჯამური მოცულობა 2 მლნ ლარზე მეტით აღემატება ამ მიმართებით 2019 წელს გამოყოფილი თანხის საერთო მოცულობას.

გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში დასრულდა რ/გ ფონდის მიერ დაფინანასებული შემდეგი მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება:

1)         სოფელ ფარცხანაყანევში (გოდუაძეების უბანში) გზის (3 კმ.) რეაბილიტაცია ბეტონის საფარით. პროექტის ღირებულება 865 158 ლ.  ადგილობრივი ბიუჯეტის პროცენტული წილი – 43258 ლ.

2)         სოფელ ქვიტირში ჭეიშვილების უბანში გზის (2,3 კმ) რეაბილიტაცია ბეტონის საფარით. პროექტის ღირებულება 540500 ლ. ადგილობრივი ბიუჯეტის პროცენტული წილი – 27025 ლ.

3)         სოფელ მაღლაკში (იმერეთის საყრდენი პუნქტი) გზის (1,6) რეაბილიტაცია ბეტონის საფარით. პროექტის ღირებულება 530 626 ლარი.  ადგილობრივი ბიუჯეტის პროცენტული წილი შეადგენს 26 531 ლ.

4)         სოფელ საყულიაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის (1,4 კმ.) რეაბილიტაცია ბეტონის საფარით. პროექტის  ღირებულება 1044360 ლარი. ადგილობრივი ბიუჯეტის პროცენტული წილი – 52 218 ლ.

5)         სოფელ ცხუნკურში წიაღის უბანში გზის (1,5 კმ) რეაბილიტაცია ბეტონის საფარით. პროექტის ღირებულება 714 126 ლარი.  ბიუჯეტის პროცენტული წილი  35 707 ლ.

6)         სოფელ ტყაჩირში ბოჭორიშვილების უბანში გზის (1,2) რეაბილიტაცია ბეტონის საფარით. პროექტის ღირებულება 508 023 ლარი. ადგილობრივი ბიუჯეტის პროცენტული წილი – 25 401 ლ.

7)         სოფელ გუმბრაში (გუმბრინის დასახლება) გზის (1 კმ.) რეაბილიტაცია ბეტონის საფარით.  პროექტის ღირებულება 366 432 ლ. ადგილობრივი ბიუჯეტის პროცენტული წილი – 18 323 ლ.

8)         ქ.წყალტუბოში ჭავჭვაძის ქუჩის მე-2 ჩიხის და ერისთავის ქუჩაზე №16 ბინის მიმდებარედ გზის (0,2 კმ.) რეაბილიტაცია ბეტონის საფარით. პროექტის ღირებულება 99557 ლ. ადგილობრივი ბიუჯეტის პროცენტული წილი  22 937 ლ.

9)         ქ. წყალტუბო კოსტავას ქუჩის მე-2 ბინის მიმდებარედ და სოლომონ პირველის ქუჩის ბეტონის საფარით რეაბილიტაცია (0,2). პროექტის ღირებულება 66 954 ლ. ადგილობრივი ბიუჯეტის პროცენტული წილი – 22 937ლ.

10)       სოფელი პირველი წყალტუბო –  გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით (1,2 კმ.). პროექტის ღირებულება 423 531 ლ. ადგილობრივი ბიუჯეტის პროცენტული წილი  – 21 177 ლ.

11)       სოფელი მესხეთი –  გამსახურდიას ქუჩაზე გზის (1,4 კმ.) რეაბილიტაცია ბეტონის საფარით. პროექტის  ღირებულება 647 159 ლ.  ადგილობრივი ბიუჯეტის პროცენტული წილი  32 358 ლ.

12)       სოფელი გვიშტიბი –  ბობოხიძეების უბანში გზის (0,4 კმ.) რეაბილიტაცია ბეტონის საფარით. პროექტის ღირებულება 180 850 ლ. ადგილობრივი ბიუჯეტის პროცენტული წილი – 9042 ლ.

13)       სოფელ წყალტუბოში (მე-2 უბანში) გზების (1,5 კმ.) რეაბილიტაცია ბეტონის საფარით.  პროექტის  ღირებულება – 691319 ლ. ა/ბ პროცენტული წილი – 34566 ლ.

14)       სოფელ ყუმისთავში სვანიძეების უბანში გზის (0,8 კმ) რეაბილიტაცია ბეტონის საფარით. პროექტის ღირებულება 143 252 ლ. ა/ბ პროცენტული წილი – 7164 ლ.

15)       სოფელ ცხუნკურში ჩირგაძეების უბანში გზის (0,5 კმ) რეაბილიტაცია ბეტონის საფარით. პროექტის ღირებულება 263 015 ლ, ა/ბ პროცენტული წილი 13 151 ლ.

16)       დასრულების პროცესში – სოფელ ბანოჯაში  მე-19 ქუჩის გზის რეაბილიტაციების სამუშაოები. პროექტის ღირებულება 183221 ლ. ა/ბ პროცენტული წილი 9162 ლ.

17)       დასრულების პროცესში –  სოფელ ხომულში მე- 18 ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტის ღირებულება 100000 ლ. ა/ბ პროცენტული წილი 5400ლ.

18)       დასრულდა სოფელ მუხიანში ბროწეულას დასახლებაში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ღირებულება 100000 ლ. ა/ბ პროცენტული წილი 5000 ლ.

19)       გამოცხადებულია ტენდერი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში სასმელი წყლის ქსელის მოწყობი სამუშაოებზე. პროექტის ღირებულება – 100000 ლ. ა/ბ პროცენტული წილი 5000 ლ.

20)       მიმდინარე –  სოფელ გეგუთში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტის ღირებულება 350 000 ლ. ა/ბ პროცენტული წილი 50 000 ლ.

საანგარიშო პერიოდში დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა მიმართულების 51 პროექტი, დაფინანასება ადგილობრივი ბიუჯეტიდან

 

  1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში დაზიანებული სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისთვის შესყიდულ იქნა საჭირო მასალები_ 6987 ლ.
  2. ქ. წყალტუბოში ჭავჭავაძისა და დედაენის ქუჩების, წერეთლისა და ავალიანის ქუჩების, ტაბიძისა და 9 აპრილის ქუჩების გადაკვეთაზე განხორციელდა არსებული შუქნიშნების ელექტროსამონტაჟო-სარეაბილიტაციო სამუშაოები – 34 927 ლ.
  3. სოფლებში დღნორისაში, ჭაშლეთში, საჩხეურაში, ლეხინდრისთავში, ხომულში დასრულდა გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები – 62 249 ლ.
  4. დასრულდა სოფლებში ზარათში, ოფურჩხეთში, სორმონში, წყალტუბოში, გუმბრაში, მაღლაკსა და პირველ წყალტუბოში (ჭავჭავაძის ქ.№10, დედაენის ქ. №9 და ბესიკის ქ. № ბინების მიმდებარედ) გარე განათების ქსელის მოწყობა – 84 431 ლ.
  5. დასრულდა სოფელ წყალტუბოში (მეორე უბანი), ყუმისთავში, ბანოჯაში, ჩუნეშში და სოფელ რიონში მოსაცდელების მოწყობა – 45 231 ლ.
  6. დასრულდა სოფელ წყალტუბოში მე-15 და 23-ე ქუჩებზე საავტომობილო გზის ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშოები – 175 555 ლ.
  7. დასრულდა ქ.წყალტუბოში აკ.შანიძის ქუჩაზე და სოფელ ოფურჩხეთში ტრენაჟორების მოწყობის სამუშოების – 47907 ლ.
  8. დასრულდა სოფელ წყალტუბოში (მეორე უბანი) სასმელი წყლის მოწყობის სამუშაოები – 629 117 ლ.

ოტია იოსელიანის ბიუსტის და პოსტამენტის მოწყობის სამუშაოები –  28 321 ლ.

  1. დასრულდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები – 52 500 ლ.
  2. მიმდინარეობს სოფლებში ჟონეთი, მაღლაკი, წყალტუბო, ქ.წყალტბოში თამარ მეფის ქუჩაზე, აკ, შანიძისა და ტაბიძის ქუჩის  № 15-16-17 ბინების მიმდებარედ არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაციისა და ქ წყალტუბოში კეცხოველის ქუჩის მრავალფუნქიური მინი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები – 93 457 ლ.
  3. მიმდინარეობს ამა წლის 23 სექტემბრის სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად გამოყოფილი 174 000 ლარით სოფლებში ცხუნკურში, წყალტუბოში, გუმბრაში, გვიშტიბში და ქ. წყალტუბოში ქუთაისისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებისა და შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა.

დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან  2 მლნ ლარით დაფინანსდა 33 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. გამოყოფილი თანხით რეაბილიტირებული იქნა შესაბამისი სკოლების სველი წერტილები.

თანადაფინანასებით შეკეთდა ტაბიძის ქუჩის №5, №9, №1ა, კოსტავას ქ. №2 საცხოვრებელი კორპუსების სახურავები.

დასრულდა ბესიკის №9, კოლხეთის №19 კორპუსების საურავების შეკეთების სამუშოები.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და მუნიციპალიტეტის ორმოდაშვიდივე სოფელში განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით 50 პროექტი საერთო ღირებულება – 12 480 000 ლ.

ექსპლუატაციაში იქნა მიღებული საზოგადოებრივი დანიშნულების 19 ობიექტი. გაიცა მშენებლობის 48 ნებართვა, დარეგისტრირდა ბინათმესაკუთრეთა 7 ამხანაგობა. მშენებლობის მოსაკრელბლით ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსულია 18 941 ლ.

 

 

  1. მუნიციპალიტეტის მერმა აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში განახორციელა    შემდეგი საქმიანობა:

2020 წელს პანდემიასთან მიმართებაში მუნიციპალიტეტის მერია მოქმედებდა უწყებათაშორისი საბჭოს  მითითებებითა და რეკომენდაციებით,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტში   პირველ ეტაპზე   დაიხურა ყველა კვების ობიექტი, სალონები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. სადეზინფექციო სამუშაობი ჩაუტარდა   საჯარო სკოლებს, საბავშვო ბაღებს, ამბულატორიებს, საკონცერტო და სპორტული დარბაზებს,     126 მრავალბინიან  კორპუსს,  ასევე    ქალაქის მთავარ ქუჩებს

შეიქმნა საგანგებო ბიუჯეტი, საგანგებო მდგომარეობის ღონიძიებათა მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, საიდანაც პირველ ეტაპზე  განხორციელდა  მუნიციპალიტეტში 70 წელს გადაცილებულ  მარტოხელა პირებზე   პროდუქტით დახმარების პროგრამა,  მეორე ეტაპზე ანალოგიური ასაკის მქონე   აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს გაეწიათ დახმარება პროდუქტებით,   ასევე   პროდუქტები დაურიგდათ  მრავალშვილიან ოჯახებს, სოციალურად  შეჭირვებულებს, მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში.

აპრილისა და მაისის თვეებში ა(ა)იპ ,,საბავშვო ბაღების გაერთიანების’’ მიერ საბავშვო ბაღებში 1800 აღსაზრდელზე გაიცა   მათთვის განკუთვნილი კვების რაციონით გათვალისწინებული პროდუქტები.

სარეზერვო ფონდიდან განსაკუთრებული საჭიროების მქონე  წყალტუბოში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელებსაც ჰქონდათ განსაკუთრებით მძიმე ეკონომიკური პირობები და ასევე პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაეწიათ ერთჯერადი ფულადი დახმარება (სულ 97 ოჯახი);

უფასო სასადილოს  ,,სათნოების სახლის’’  ბენეფიციარებითვის 15 მარტიდან ამოქმედდა საკვების შინ მიტანის სერვისი (   25 ბენეფიციარი) შესაბამისი ხარჯები გათვალისწინებულ იქნა 2020 წლის მუნიციპალურ ბიუჯეტში. აღნიშნულ პროგრმა დღესაც გრძელდება;

ჯანდაცვის სამინისტროს   რეკომენდაციისა და მოთხოვნების შესაბამისად უწყვეტ რეჟიმში ხდებოდა  საზოგადოებრივი   ჯანდაცვის ცენტრისა და საექიმო ამბულატორიების   პირბადეებით, თავსაბურავებითა და ხელთათმანებით   უზრუნველყოფა, პირბადეები დაურიგდა ადგილობრივ მოსახლობასაც.

მნიშვნელოვანია,   რომ  წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გაიხსნა საკარანტინე სივრცეები.   კერძოდ:  სასტუმროებში  „პლაზა“, სასტუმრო „პრომეთე“ და სასტუმრო „ლეგენდს სპა რესორტი“, სადაც იმყოფებოდნენ უცხოეთიდან ჩამოსული ჩვენი თანამოქალაეები, ასევე ის პირები ვისაც იზოლაცია სჭირდებოდა.

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პირობებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოქმედება ცხელი ხაზი, ხდებოდა საშვების გაცემა, ცხელი ხაზისა და მერიის ოფიციალური ფეისბუქის გვერდის მეშვეობით ყოველდღიურ რეჯიმში 24 საათის განმავლობაში ხდებოდა  საზოგადოებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციების მიწოდება და კითხვებზე პასუხის გაცემა,  მერიაში მოქალაქეების მიერ   შინიდან გაუსვლელად  წერილების გამოგზავნა ხდებოდა  მერიის ელექტრონული ელ. ფოსტის (Tskaltubo1gmail.com) მეშვეობით, მოსახლობის ინფორმირება მუნიციპალური სერვისების, სოციალური პროგრამების, ასევე ბიუჯეტის   შესახებ  ხდებოდა წყალტუბოს ოფიციალური საიტის ,,www tskaltubo gov. ge’’ –ის მეშვეობით.

   

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისათვის გათვალისწინებულია   1.106.3 ათ. ლარი. მათ შორის;

ას წელს გადაცილებულთა მატერიალური წახალისებისათვის – 2.0 ათ. ლარი

სარიტუალო ხარჯებისათვის – 9.0 ათ  ლარი

მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური წახალისებისათვის – 95.0 ათ. ლარი

ერთჯერადი ფულადი დახმარებებისათვის —455.7 ათ. ლარი

სამედიცინო თანადაფინანსების პროგრამებისათვის — 502.6 ათ.ლარი

სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით   –42.0 ათ. ლარი.

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის  მესამე  შვილის შეძენის გამო 500 ლარი, მეოთხე  შვილის შეძენის გამო 700 და მეხუთე და  შემდგომი შვილის შეძენის გამო -1000 ლარით დახმარება გაეწია -214  მრავალშვილიან ოჯახს.

სარიტუალაო მომსახურების თანადაფინანსების ფარგლებში გარდაცვლილი დევნილის და ომის მონაწილის ოჯახის 30 წევრმა დახმარების სახით მიიღო 250 ლარი.

ერთჯერადი ფულადი დახმარების ფარგლებში, სოციალურად დაუცველმა, 65  000-დან 10001-ი სარეიტინგო ქულის მქონე  116   საარსებო შემწეობის მიმღებმა ოჯახმა დახმარების სახით მიიღო 250 ლარი, და   სოციალურად დაუცველმა 0-დან 65000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე 2 ახალშობილის  ოჯახმა-300 ლარი  95-მა მკვეთრად გამოხატული  შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე  უსინათლო  პირმა -250 ლარი და და 51-მა  ფსორიაზით დაავადებულმა პირმა-200 ლარი.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე 26-მა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე  391-მა და  სხვა სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლმა  31-მა პირმა დახმარების სახით მიიღო 350-350 ლარი.

ცერებრალური დამბლით დაავადებულმა 124-მა პირმა,  დედ-მამით ობოლმა 2-მა ფენიკელტონურიით დაავადებულმა 6-მა და ონკოლოგიური დაავადების მქონე   1-მა ბავშვმა დახმარების სახით მიიღო 500 -500 ლარი.

დიდი სამამულო ომის  3 მონაწილემ  მიიღო 500 ლარი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 55-მა  და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე 34-მა პირმა-300 ლარი, თირკმლის   ჩანაცვლებით თერაპიაზე:  ჰემოდიალიზზე და პერიტონეულ დიალიზზე  დამოკიდებულმა 34 -მა პირმა დახმარების სახით მიიღო 1800 ლარი. 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული   პირის ოჯახის ოთხმა  ოჯახის წევრმა  1800 ლარი.

მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  მცხოვრებ  პირებს, რომელთაც საცხოვრებელი სახლი არ გააჩნიათ ოჯახში ძალადობის  გამო ან  საცხოვრებელი სახლი დაენგრათ დაეწვათ მასში ცხოვრება  სიცოცხლისთვის საშიშია, მუნიციპალიტეტი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოუყოფს ბინის ქირის ასანაზღაურებელ თანხას 150 ლარის ოდენობით, ასევე ბინის ქირით იქნებიან უზრუნველყოფილი  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან, კერძოდ კი მინდობით აღზრდიდან ან მცირე საოჯახო სახლებიდან სრულწლოვნობის მიღწევის გამო ამორიცხული  18-დან 21წლამდე ახალგაზრდები.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით  გათვალისწინებულია  ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების თანადაფინანსება, რომელთა სოციალური მდგომარეობა მძიმეა მშობლების: გარდაცვალების, უგზოუკვლოდ დაკარგვის, მარჩენალის დაკარგვის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის პატიმრობაში ყოფნის გამო. სტუდენტების თანადაფინანსება გასისაზღვრება გადასახდელი თანხის 50%-ით არაუმეტეს 2000 ლარისა.აღნიშნული პროგრამით ამ ეტაპზე ისარგებლა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა ორმა სტუდენტმა.

სააღდგომოდ დაახლოებით 50 ლარის ღირებულების კვების პროდუქტები მიიღეს საჩუქრად მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა (სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 65000-ი ქულის ჩათვლით  რეგისტრირებული), რომელთაც ყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი,  დედ-მამით ობოლმა ბავშვებმა, 100 წელს გადაცილებულმა პირებმა,  მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა.

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრი ,,ჩვენი სახლის“  20-მა ბენეფიციარმა  ბავშვმა  დახმარების სახით მიიღო  100 ლარი.

სამედიცინო თანადაფინანსების მიზნით მკურნალობა – ოპერაციისათვის  დახმარება გაეწია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 769 მოქალაქეს.

დახმარება მიიღო ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებმა სტიქიის შედეგად დაზარალებულმა 51-მა ოჯახმა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისათვის 2020 წელს გამოიყო 1 106.3  ათ. ლარი. წინა წელთან შედარებით თანხა გაზრდილი იქნა113.3  ათ. ლარით, სამედიცინო თანადაფინანსების პროგრამებს დაემატა 2 წლიდან 15 წლის ასაკის ჩათვლით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვების მკურნალობის პროგრამა,  რომლებსაც გააჩნიათ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0 – F84.9) ჯგუფის დიაგნოზი ძირითად დიაგნოზად:

ა)    F84.0  ბავშვთა აუტიზმი

ბ)   F84.1 ატიპიური აუტიზმი

გ)    F84.2 რეტის სინდრომი

დ) F84.3  ბავშვთა სხვა დეზინტეგრაციული აშლილობა

ე) F84.4  ჰიპერაქტიური აშლილობა თანმხლები გონებრივი ჩამორჩენილობით და   სტერეოტიპული      მოძრაობებით

ვ)  F84.5 ასპერგერის სინდრომი

ზ) F84.8  განვითარების სხვა  ზოგადი აშლილობანი.

თ) F84.9 განვითარების ზოგადი აშლილობა დაუზუსტებელი

 

  1. ასევე დაფინანსდებიან 2-15 წლამდე ასაკის  ბავშვები სხვა გონებრივი ჩამორჩენილობით  (F-78.0-78.9)  რომელთაც ძირითად დიაგნოზად განესაზღვრათ:

ა) F78.0           სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა.ქცევის აშლილობა არ არსებობს ან მინიმალურია.

ბ) F78.1           სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა.არსებობს ქცევის  მნიშვნელოვანი აშლილობა, რომელიც მოითხოვს ყურადღებას და მკურნალობას.

გ) F78.8           სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა. სხვა ქცევითი აშლილობანი.

დ)F78.9           სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა. განუსაზღვრელი  ქცევითი აშლილობა.

 

სოცილური პროგრამების მუხლში თანხა 200 დან 300 ლარამდე გაეზარდათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს  (სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან-65000 ქულის ჩათვლით რეგისტრირებული), რომელთაც ყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი. 300 ლარიდან  500 ლარამდე  გაეზარდათ თანხა დიდი სამამულო ომის მონაწილეებს, 200 ლარ დან 300 ლარამდე გაეზარდათ დახმარება ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირებს, სხვა სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობისათვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეებს. 1200 ლარიდან 1800 ლარამდე გაეზარდათ თანხა 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული  პირის ოჯახის წევრებს. 200 ლარიდან 300 ლარამდე გაეზარდათ თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს,  რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულია 0-დან 65 000 ქულის ჩათვლით და შეეძინათ პირველი და მეორე ახალშობილი.

დაემატა შემდეგი ახალი პროგრამები:

1.სპეციალიზირებულ დაწესებულებიდან (მათ შორის მინდობით აღზრდიდან) ბიოლოგიურ ოჯახში,მეურვესთან / მზრუნველთან საცხოვრებლად დაბრუნებულ თითოეულ ბავშვის, დახმარება წელიწადში ორჯერ, ექვს თვეში ერთხელ 250 ლარი, წელიწადში 500 ლარი

  1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების, თანადაფინანსება გადასახდელი თანხის 50%-ით არაუმეტეს 2000 ლარისა.
  2. სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული არიან 0-დან 100001-ი სარეიტინგო ქულით, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, შეშის მომარაგების მიზნით, მერქნული რესურსით (შეშა)  დახმარება თითოეულს 3 (სამი) კუბური მეტრის ფარგლებში.
  3. კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა 2020 წლის 10 თვის განმავლობაში  კულტურული, ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების ფარგლებში განხორციელდა 30-ზე მეტი  აქტივობა

1  ,,მუსიკალურ – თეატრალიზებული’’ წარმოდგენით აღინიშნა ახალი წლის დღესასწაული. საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში’’ ა(ა)ი.პ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრთან’’ არსებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის შემოქმედებითი წრეებისა და ანსამბლ ,,ოცნების’’ მიერ წარმოდგენილ იქნა  მუსიკალური სპექტაკლი ღონისძიებაზე მოსულ, ბავშვებს დაურიგდათ საჩუქრები;

თებერვლის თვეში წყალტუბოს ახალგაზრდული საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში, სადაც შედგა მასშტაბური პროექტი “ქართული დღეები ბაქო – 2020”, რომელშიც 400 –მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ისინი “დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების” მიერ საქართველოს 73 –ვე მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტის – “გაიცანი მსოფლიო და განავითარე შენი რაიონი/ქალაქი”–გამარჯვებულ ახალგაზრდებს წარმოადგენდნენ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან პროექტში გაიმარჯვა 4 – მა ახალგაზრდამ, მათ შორის წყალტუბოს ახალგაზრდების საკრებულოს 2 – მა წევრმა და მათ დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენთა გაერთიანებისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით საშუალება მიეცათ ამ მასშტაბური და გრანდიოზულ პროექტში მიეღოთ მონაწილეობა.

მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მარტის თვიდან აიკრძალა სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება. გამომდინარე აქედან, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით დაგეგმილი რიგი ღონიძიებები გაუქმდა და განსხვავებული ფორმატით წარიმართა სხვადასხვა ახალგაზრდული, კულტურული და სპორტული აქტივობები.

3 მარტს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული წყალტუბოელი გმირების – მამუკა სამაკაშვილის, რომან უგრეხელიძისა და მამია ფანცულაის ოჯახებს დედის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

8 მარტს ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ღვაწლმოსილ და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 20-მდე წყალტუბოელ წარმატებულ ქალბატონს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა სახლში მიულოცა ქალთა საერთაშორისო დღე და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

სპორტის საერთაშორისო დღე, ყოველთვის მასობრივი სპორტული ფესტივალების სახით აღინიშნებოდა 6 აპრილს. მსოფლიოში და საქართველოში ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური შეუერთდა “თეთრი ბარათის” (“#WhiteCard”) კამპანიას და ასევე სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა დისტანციური ჩაწერა ჩვენს თანაქალაქელთან ევრო ოლიმპიელთან იაკობ ქაჯაიასთან.

მ/წლის 18 მაისს მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა ეროვნული სამოსის დღე განსხვავებული თუმცა საინტერესო ფორმატით ჩაატარა.

სოც. ქსელებში მერიის კულტურის სამსახურმა დაიწყო ჩელენჯი. ნაციონალურ კოსტიუმში გადაღებული ფოტოს ატვირვთა და მეგობრისთვის გამოწვევის გაგზავნა ჰეშთეგით #ჩვენი_სამოსი_ჩვენი_ისტორიაა გამოწვევაში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა; ღონისძიებაში, აქტიურად ჩაერთო ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ” იალონი”-ს მოცეკვავეები.

6 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით ჩატარდა  ფოტოკონკურსი თემაზე ”წყალტუბო პანდემიის დროს”. ნამუშევრების ელექტრონული ვერსია იგზავნებოდა ელექტრონულად ჩვენს facbook გვერდზე და ელექტრონულ ფოსტაზე. გამარჯვებული კონკურსანტი დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრითა და დიპლომით.

26 მაისს ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისიძიება,   ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და ანსამბლმა ,,ნადური’’ საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

წყალტუბოში ცნობილი ქართველი კლასიკოსი მწერლის ოტია იოსელიანის დაბადებიდან 90-ე  იუბილესთან დაკავშირებით   16 ივნისს ქალაქის ცენტრალურ პარკში საზეიმოდ გაიხსნა ოტია იოსელიანის ბიუსტი.

23 ივნისს  აღინიშნა  ოლიმპიზმისა და სპორტის საერთაშორისო დღე, სპორტულ ღონისძიებაში ა(ა)ი.პ “სპორტული კლუბების გაერთიანების” ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა ევრო ოლიმპიადის ჩემპიონ იაკობ ქაჯაიასთან ერთად მიიღეს მონაწილება.

8 აგვისტოს ,,საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის“ მემორიალთან გაიხსენეს და პატივი მიაგეს 2008 წლის ომში დაღუპული ღირსეულ  მამულიშვილთა ხსოვნას.

27 აგვისტოს ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში ჩატარდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ბანკირის იასონ ლორთქიფანიძის 100 წლისთავის საიუბილეო ღონისძიება. მოეწყო ფოტო და ნუმიზმატთა გამოფენები.

4 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირველკურსელ სტუდენტებს ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები შეხვდნენ, სტუდენტობა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს და სიმბოლური საჩუქრები  უსახსოვრეს.

19 სექტემბერს წყალტუბოს 26 მაისის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საფეხბურთო ტურნირი „სამოყვარულო ფეხბურთის თასი 2020“-ის ფარგლებში

წყალტუბოში მსოფლიო ჯანმრთელობის უქმეები (World Wellness Weekend) აღინიშნა. 19-20 სექტემბერს მწვანე ქალაქში სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა. წყლის რესურსებისა და წყალტუბოს უნიკალური რადონული წყლების თემებზე საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს ქალაქ წყალტუბოს N I, II, III, IV საჯარო სკოლებისა და ა(ა)ი.პ „წყალტუბოს ახალგაზრდული ცენტრის“ საბუნებისმეტყველო წრის მოსწავლეებმა.

წყალტუბოში ცნობილი კურორტოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის, გელათის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო პროფესორის, წყალტუბოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელის, დამსახურებული მედიკოსის, არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორის, მეუფე ნაუმის შთამომავალის ოთარ შავიანიძის ხსოვნის საღამო გაიმართა.

24-25 სექტქმბერს წყალტუბოელმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს მდინარე რიონზე გამართულ ჯომარდობაში.

25 სექტემბერს წყალტუბოში, დიდი ქართველი შემოქმედის ოტია იოსელიანის დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ცნობილი ქართველი მწერლები ესწრებოდნენ.

26-27 სექტემბერს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე (ღია სივრცე) ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ ქურასბედიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ქართული ჭიდაობის ტურნირი, სადაც მონაწილეობა მიიღო ქუთაისის, თერჯოლის, ზესტაფონის, ცაგერსა და ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმა. გამარჯვებულ სპორტსმენეი დასაჩუქრდნენ დიპლომებით, თასებითა და მედლებით.

27 სექტემბერს ,,საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის“ მემორიალთან სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით პატივი მიაგეს  დაღუპულთა ხსოვნას.

წყალტუბოში ხელოვნების „არტ ფესტივალი“ ჩატარდა ფესტივალის ფარგლებში საკონცერტო დარბაზ “ივერიასთან” – ღია ცის ქვეშ, წყალტუბოს სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა და ცნობილმა მუსიკოსებმა კახა ცაბაძემ, გია ქობულაშვილმა, ლევან გოცირიძემ, გიგა თაგაურმა, კლასიკური მუსიკის საღამო გამართეს. ფესტივალის ფარგლებში კერამიკის ვორკშოპის შედეგების პრეზენტაციაც მოეწყო.

28 სექტემბერს წყალტუბოში საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პანდემიის გამო ღონისძიება სახალხო დღესასწაულის ,,შემოდგომის წყალტუბოს’’ ფარგლებში რეგულაციების დაცვით ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიაზე ტრადიციულად ანსამბლმა ნადურმა ,,მრავალჟამიერი’’ და წყალტუბოს ჰიმნი, ხოლო სამუსიკო სკოლის ვოკალურმა გუნდმა გია ყანჩელის პოპური შეასრულეს.

29 სექტემბერს დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ცნობილი ნოველისტის ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 140 წელი აღინიშნა.

28,29,30 სექტემბერს გაიმართა ნოდარ კოხრეიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი ფეხბურთის ტურნირი, სადაც მონაწილეობა ღებულობდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სამოყვარულო გუნდები, გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ დიპლომები და თასები, ხოლო პირველი ადგილი დასაჩუქრდა ფულადი ჯილდოთი

2 ოქტომბერს, ეროვნული ვალუტის მიმოსვლიდან 25 წელი გავიდა. ამ თარიღის აღსანიშნავად ნიკო ლორთქიფანიძის მუზეუმში, (პირველი სახელმწიფო ბანკის მმართველის იასონ ლორთქიფანიძის მამულში ) სკოლის მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია ჩატარდა.

 

 

10  საანგარიშო პერიოდში  წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და ა(ა)იპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს’’ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რის მიხედვითაც მუნიციპალიტეტში შეიქმნა და დაინერგა ერთიანი ელექტრონული სერვისების მართვის სისტემა

  1. მუნიციპალიტეტის მერმა მიიღო 1978       მოქალაქე,          შეხვედრებზე  მონაწილე მოქალაქეთა    რაოდენობამ     შეადგენა  –    2859
  2. მოქალაქეთა პრობლემებზე მერის მიერ რეაგირების ფორმები (მათ შორის, დადებითად გადაწყვეტილი საკითხები):

მოქალაქეთა პრობლემებზე რეაგირება ხდება იმ პროგრამებისა და პროექტების მიხედვით, რომელიც მერიამ შეიმუშავა საქმიანობის სხვადასხვა სფეროში.  კერძოდ,  გაცემულია  დახმარებები სოციალური პაკეტიდან  ჯანდაცვის პროგრამებით, ასევე, სარეზერვო ფონდიდან გაცემული დახმარებები. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ხდება მოქალაქეთა განცხადებებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის გზით. მერიის მხრიდან, საჭიროების შემთხვევაში,  ხორციელდება შუამდგომლობა სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო  კომპანიებთან, კონკრეტული პრობლემის მოგვარების მიზნით.