ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღეა!

ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაული ტრადიციულად დიდების მემორიალთან აღინიშნა წყალტუბოში.
მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, თვითმმართველობის პირველ პირებთან და წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას, გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი.
⏩,,ყველა ვეტერანს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს, თითოეული მათგანი იბრძოდა საკუთარი ქვეყნის, მიწისა და ოჯახის დასაცავად, შეუფასებელია მათი ღვაწლი, თაობებს გადაეცემა ქართველი ჯარისკაცების გმირობის ამბები, ჩვენ ვალდებული ვართ ყოველთვის გვახსოვდეს და ღირსეული პატივი მივაგოთ ამ გამორჩეულ და ღირსეულ ადამიანებს”- აღნიშნა გრიგოლ იოსელიანმა.
✔სამამულო ომში წყალტუბოდან 12 480 ჯარისკაცი იბრძოდა. იმ დროს ყველა სანატორიუმი ევაკო–ჰოსპიტალად გადაკეთდა და 80 ათასმა დაჭრილმა გაიარა მკურნალობა, დაჭრილთაგან 223 ჯარისკაცი ვეღარ დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს და სოფელ გვიშტიბში “ძმათა სასაფლაოზე” დაკრძალეს.