მოქალაქეთა უკუკავშირის პლატფორმა
სოციალური პროგრამები - 2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი
კოდი: 06 02 01
ბიუჯეტი: 296000 ₾
აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის დაფინანსება, კერძოდ სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული მოსახლეობის საინფორმაციო ბაზის შექმნა და მათი უზრუნველყოფა კვებით.
2021 წლის მიმდინარე პერიოდისთვის პროგრამით სარგებლობს 190 ბენეფიციარი (მათ შორის 123 ქალი და 67 კაცი)
ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება შინ მიტანის სერვისი, რომელიც დაინერგა 2020 წლიდან.
პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა.შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი პირების თანადგომა.
განმახორციელებელი სამსახური: ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი
მოსალოდნელი შედეგი: სოციალურად დაუცველი და უკიდურესად შეჭირვებული მოსახლეობის საკვების ხელმისაწდომობაზე მდგომარეობის გაუმჯობესება.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დღეგრძელ პირთა დახმარება
კოდი: 06 02 02
ბიუჯეტი: 2000 ₾
აღწერა: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დღეგრძელ პირთა (100 და მეტი წლის ასაკის) მატერიალური დახმარება, თითოეულზე 1000 ლარის ოდენობით. თანხა გაიცემა ყველა იმ ბენეფიციარზე, რომელსაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში შეუსრულდა ან მისი ასაკი აღემატება 100 წელს.
ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ხანდაზმული მოქალაქეების თანადგომა და მხარდაჭერა.
განმახორციელებელი სამსახური: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური)
მოსალოდნელი შედეგი: ბენეფიციართათვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მიწოდება
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების მატერიალური წახალისება დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის
კოდი: 06 02 03
ბიუჯეტი: 111600 ₾
აღწერა: პროგრამის ფარგლებში გათვალიწინებულია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მშობლები) ერთჯერადი ფულადი დახმარება: ა) მესამე შვილის შეძენისას – 500 ლარი, ბ) მეოთხე შვილის შეძენისას – 700 ლარი, გ) მეხუთე და მეტი შვილის შეძენისას – 1000 ლარი, დ) ერთი და მეტი ტყუპის შეძენისას – 500 ლარი; ე) სოციალურად დაუცველ ოჯახზე (სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 65000-ი ქულის ჩათვლით რეგისტრირებულ), რომელთაც ყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი გაიცეს ერთჯერადად 300 ლარი.
ამ სოციალური პროგრამის ცალკეული ქვეპუნქტების ერთობლივად დადგომის შემთხვევაში თითოეული დახმარება გაიცემა ქვეპროგრამაში გათვალისწინებული შესაბამის მოცულობათა ერთობლიობით.
ამ სოციალური პროგრამის ა, ბ, გ, დ, პუნქტები ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომელთა შვილები დაიბადა 2021-2022 წლებში და არ აქვთ მიღებული ერთჯერადი დახმარება.
მიზანი: მრავალშვილიანი ოჯახებისათვის სოციალური გარანტიების შექმნა, მათი თანადგომა და მხარდაჭერა.
განმახორციელებელი სამსახური: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური)
მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა სარიტუალო ხარჯი
კოდი: 06 02 04
ბიუჯეტი: 17000 ₾
აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ოჯახების, ასევე უჭირისუფლო გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება, თითოეულზე 250 ლარის ოდენობით.
ასევე გათვალისწინებულია დახმარება ახალი კორონავირუსის ინფექციით გარდაცვლილ პირთა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტონგო ქულა მონაცემთა ერთიან ბაზაში განსაზღვრულია 0-დან 65 000-ის ჩათვლით, თითოეულზე 400 ლარის ოდენობით.
განმახორციელებელი სამსახური: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური)
მოსალოდნელი შედეგი: სარიტუალო მომსახურეობით უზრუნველყოფილი ბენეფიციარი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება
კოდი: 06 02 05
ბიუჯეტი: 600000 ₾
აღწერა: აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება განისაზღვრება შემდეგ კატეგორიებზე: ა) სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულია 65000-დან 100001-ის ქულის ჩათვლით და ღებულობს საარსებო შემწეობას განესაზღვროს დახმარება - 250 ლარი. ბ) დიდი სამამულო ომის მონაწილის დახმარება – 500 ლარი; გ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირის დახმარება – 350 ლარი; დ) დედ–მამით ობოლი ბავშვის დახმარება – 500 ლარი; ე) ცერებრალური დამბლით დაავადებულ პირის დახმარება – 500 ლარი; ვ) ა(ა)იპ ,,სათნოების სახლის“ ბენეფიციარის დახმარება სააღგდომოდ 100 ლარი და საახალწლოდ 100 ლარი. ზ) მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დახმარება – 250 ლარი; თ) თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე: ჰემოდიალიზზე და პერიტონეულ დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქის დახმარება –1800 ლარი;
განმახორციელებელი სამსახური: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური)
მოსალოდნელი შედეგი:
ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი
კოდი: 06 02 06
ბიუჯეტი: 148600 ₾
აღწერა: პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციარების (უნარშეზღუდულ ბავშვთა) ზრდა-განვითარების ხელშეწყობას, მათი იზოლაციიდან გამოყვანასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციას.
პროგრამის მიზანია: შშმ პირის საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
განმახორციელებელი სამსახური: ა(ა)იპ ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი
მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციარების (უნარშეზღუდულ ბავშვთა) ზრდა - განვითარების ხელშეწყობა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება
კოდი: 06 02 07
ბიუჯეტი: 605300 ₾
აღწერა: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური ქირურგიული ოპერაციები, მათ შორის თვალის კოსმეტიკური სახის ან ცხვირის რინოპლასტიკის რეკონსტრუქციული ფორმის ოპერაციები, (სამედიცინო ჩვენებით), სხვა სამედიცინო მომსახურება-იოდოთერაპია, რადიოსიხშირული აბლაცია, ლითოტრიფსია, ქიმიო, ჰორმონო, სხივური თერაპია და სხვა. ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული და სხვა სახის კვლევები, რომელიც არ ანაზღაურდება სადაზღვევო პოლისით ან არ არის გათვალისწინებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. სამედიცინო მომსახურების ღირებულება თანადაფინანსების წესით, ანაზღაურდება წელიწადში ერთხელ, რომელიც განისაზღვრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან სხვა გზით გათვალისწინებული დაფინანსების გამოკლების შემდეგ დარჩენილი პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით არაუმეტეს -1000 ლარისა.
ონკოლოგიური დავადების მქონე პირების მკურნალობა-ოპერაციების,სამედიცინო კვლევების, ქიმიო, ჰორმონო და სხივურ თერაპიის და სხვა. პროცედურების თანადაფინანსებისათვის საგარანტიო წერილი გაიცემა წელიწადში ორჯერ ზემოთ აღნიშნული თანადაფინანსების წესით.
პროგრამით დაფინანსდებიან სხვადასხვა დაავადების მქონე 18 წლამდე ბავშვები, რომელთა აუცილებელი სამედიცინო მომსახურეობა ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში და ნაწილობრივ დაფინანსებულია საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი პროგრამებით. მუნიციპალიტეტის მხრიდან მატერიალური დახმარების სახით გაიცემა თანხა 5000 ლარის ოდენობით.
როგრამით მოსარგებლეები არიან ასევე 2 წლიდან 15 წლის ასაკის ჩათვლით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, რომლებსაც გააჩნიათ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0 – F84.9) ჯგუფის დიაგნოზი ძირითად დიაგნოზად:
ა) F84.0 ბავშვთა აუტიზმი
ბ) F84.1 ატიპიური აუტიზმი
გ) F84.2 რეტის სინდრომი
დ) F84.3 ბავშვთა სხვა დეზინტეგრაციული აშლილობა
ე) F84.4 ჰიპერაქტიური აშლილობა თანმხლები გონებრივი ჩამორჩენილობით და სტერეოტიპული მოძრაობებით
ვ) F84.5 ასპერგერის სინდრომი
ზ) F84.8 განვითარების სხვა ზოგადი აშლილობანი.
თ) F84.9 განვითარების ზოგადი აშლილობა დაუზუსტებელი
ასევე დაფინანსდებიან 2-15 წლამდე ასაკის ბავშვები სხვა გონებრივი ჩამორჩენილობით (F-78.0-78.9) რომელთაც ძირითად დიაგნოზად განესაზღვრათ
ა) F78.0 სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა. ქცევის აშლილობა არ არსებობს ან მინიმალურია.
ბ) F78.1 სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა.არსებობს ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობა, რომელიც მოითხოვს ყურადღებას და მკურნალობას.
გ) F78.8 სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა. სხვა ქცევითი აშლილობანი.
დ) F78.9 სხვა გონებრივი ჩამორჩენილობა. განუსაზღვრელი ქცევითი აშლილობა.
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება ყოველთვიურად ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 420 ლარისა.
პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსება და პრევენციის შედეგად გაუმჯობესებული ჯანმრთელობა.
განმახორციელებელი სამსახური: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური)
მოსალოდნელი შედეგი: ოჯახების ეკონომიკური მხარდაჭერა
სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეების დახმარება
კოდი: 06 02 08
ბიუჯეტი: 142600 ₾
აღწერა: აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 2022 წელს მომხდარი ხანძრის, სტიქიის – მიწისძვრის, მეწყრის, ჩამოცვენის, ჩამოშლის, ქვათა ცვენის, კარსტული ჩამოქცევის, ღვარცოფის, წყალდიდობის, წვიმის (თოვლის) წყალმოვარდნის, ქარიშხლის, ძლიერი ქარის, გრიგალის, ძლიერი ქარბუქის, დიდთოვლობის, ძლიერი გაყინვის, მსხვილი სეტყვის, ძლიერი წვიმების, ხანგრძლივი წვიმების, კოკისპირული წვიმების, გვალვის, ზვავის, ხანძრის და სხვა ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ან/და საგანგებო ხასიათის მოვლენების შედეგად დაზარალებული, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე (ბინაზე) მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურებისათვის დახმარება განისაზღვრება წელიწადში ერთჯერადად არაუმეტეს - 5000 ლარი.
პროგრამის მიზანია: პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების თანადგომა.
განმახორციელებელი სამსახური: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური)
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების თანადგომა სტიქიის შედეგად დაზიანებული ქონების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა
კოდი: 06 02 09
ბიუჯეტი: 7000 ₾
აღწერა: გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამით მოხდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა გენდერულად სენსიტიური ჯგუფის – ძალადობის მსხვერპლი და/ან რისკ-ჯგუფის ქალების, მარტოხელა და/ან ქვრივი მშბოლების (როგორც ქალის ისე კაცის), განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების, შშმ პირების, მარტოხელა და ზრუნვის პოლიტიკის საჭიროების მქონე ხანდაზმულების, იგპ პირების საჭიროებების შესწავლა და ამ საჭიროებებზე მორგებული საბიუჯეტო წინადადებების შემუშავება და დანერგვა.
პროგრამა ითვალისწინებს გენდერული ცნობიერების ჩამოყალიბებას ინფორმირებას გენდერულ კანონმდებლობაზე, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ არსებულ მექანიზმებზე, სოციალური პარტნიორობის სისტემაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ხელმძღვანელი სტრუქტურების მხრიდან მკაცრდება მოთხოვნები თანასწორობის პოლიტიკაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია, მოხდეს ცალკეულ სფეროებში გენდერული საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი საკითხების გათვალისწინება საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე: დაგეგმვის, განხორციელების, შეფასების. სადღეისოდ უწყებათაშორისი კომისია მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის პლატფორმაზე, რასაც საპასუხო ნაბიჯები უნდა მოყვეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან. მოხდეს გენდერული უთანასწორობის შემცირების მიზნით შესაბამისი გასატარებელი ღონისძიებების მხარდაჭერა ადგილობრივი რესურსებით.
განმახორციელებელი სამსახური: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური)
მოსალოდნელი შედეგი: გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, გენდერული საჭიროებების კვლევა.
ინფრასტრუქტურული პროექტები - 2022
გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთება
კოდი: 02 01 01
ბიუჯეტი: 9270400 ₾
აღწერა: პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული დაზიანებული და ამორტიზირებული გზების, ტროტუარების კაპიტალური შეკეთება/რეაბილიტაცია და ახალი გზების მოწყობა ასფალტო-ბეტონის ან/და ბეტონის საფარით.
პროგრამის მიზანია: საავტომობილო გზებზე მგზავრთა გადაადგილების გამარტივება.
განმახორციელებელი სამსახური: სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: გაიზრდება ახალი და რეაბილიტირებული გზების რაოდენობა
გზებისა და ტროტუარების მიმდინარე შეკეთება
კოდი: 02 01 02
ბიუჯეტი: 123900 ₾
აღწერა: მუნიციპალიტეტის მასშტაბით გზების გარკვეული ნაწილი საჭიროებს მიმდინარე ორმოულ შეკეთებას, რათა გახანგრძლივდეს მათი ექსპლოატაციისა და გამოყენების ვადები. აქედან გმომდინარე, მნიშვნელოვანია გზების მიმდინარე შეკეთება. აღნიშნული პროგრამით განხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეაბლიტირებული გზების მოვლა, რაც გულისხმობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შიდა გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდას, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრასა და ორმოულ შეკეთებას.
პროგრამის მიზანია: საავტომობილო გზებზე მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.
განმახორციელებელი სამსახური: სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: რეაბილიტირებული და შეკეთებული გზებისა და ტროტუარების გაზრდილი რაოდენობა
ხიდების და ბოგირების მშენებლობა
კოდი: 02 01 04
ბიუჯეტი: 1000000 ₾
აღწერა: პროგრამის ფარგლებში მოხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული ხიდების და ბოგირების მშენებლობა და რეაბილიტაცია.
პროგრამის მიზანია: მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.
განმახორციელებელი სამსახური: სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობისათვის შექმნილია და მოწესრიგებულია თანაბრადხელმისაწვდომი, სტანდარტების შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურა
სანიაღვრე სისტემების ექპლოატაცია/რეაბილიტაცია
კოდი: 02 02 01
ბიუჯეტი: 475300 ₾
აღწერა: სანიაღვრე ინფრასტრუქტურა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრობლემატურ ნაწილს. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება როგორც მიმდინარე საექსპლოატაციო, ასევე, სარეაბილიტაციო და კაპიტალური სამუშაოები.
პროგრამის მიზანია: ნალექების გამტარუნარიანობის გაუმჯობესება მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურისა დაცვა შესაძლო წყალმოვარდნებისაგან.
განმახორციელებელი სამსახური: სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: მოწყობილი და რეაბილიტირებულია სანიაღვრე ქსელის ინფრასტრუქტურა და უზრუნველყოფილია მოვლა-ექსპლოატაცია
სასმელი წყლით უზრუნველყოფა
კოდი: 02 02 02
ბიუჯეტი: 632500 ₾
აღწერა: მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სასმელი წყლის უწყვეტი მომარაგება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ფინანსდება წყლის სისტემების განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც წყალმომარაგების არსებული ქსელის მოვლა-შენახვის ღონისძიებებს, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაციას და ახლის მოწყობას. სასმელი წყლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყალმომარაგების ქსელის (მათ შორის, წყლის სათავე ნაგებობების, წყლის მაგისტრალების და სხვა) კაპიტალურ რეაბილიტაციას. საჭიროების შემთხვევაში ასევე ხორციელდება ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები. ქვეპროგრამა უმეტესწილად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.
განმახორციელებელი სამსახური: სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: გაუმჯობესებულია მოსახლეობისათვის წყალმომარაგების მომსახურება
გარე განათების ქსელის ექსპლოატაცია
კოდი: 02 03 01
ბიუჯეტი: 700000 ₾
აღწერა: ღამის პერიოდში მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია ქალაქის გარე განათების ქსელის შეუფერხებელი ფუნქციონირება, ასევე, ახალი ლედ ტიპის ეკონომიური სანათების დაყენებით ელექტროენერგიის ხარჯის შემცირება. გარე განათების ქსელის მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული ასიგნებები ხმარდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, მუნიციპალიტეტის ბალანსზე აღრიცხულ განათების წერტილების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას.
პროგრამის მიზანია: ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით კი ქალების, ბავშვების და შშმ პირების უსაფრთხო გადაადგილება.
განმახორციელებელი სამსახური: სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: ქსელის გამართული ფუნქციონირება ნებისმიერ კლიმატურ პირობებში
გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა
კოდი: 02 03 02
ბიუჯეტი: 179300 ₾
აღწერა: დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს როგორც ქალაქის ტერიტორიაზე ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში.
ახალი პროექტების შერჩევა განხორციელდება მოსახლეობის მომართვიანობისა და წლის განმავლობაში წარმოქმნილი გადაუდებელი აუცილებლობის გათვალისწინებით.
პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტის ტერიორიაზე მდგრადი გარე განათების სისტემის შექმნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ კლიმატურ პირობებში შეძლებს უზრუნველყოს გარე განათების სისტემის შეუფერხებელი ფუნქციონირება.
განმახორციელებელი სამსახური: სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: ქსელის გამართული ფუნქციონირება ნებისმიერ კლიმატურ პირობებში
ავარიული შენობების და სახლების რეაბილიაცია
კოდი: 02 04
ბიუჯეტი: 224400 ₾
აღწერა: პროგრამის ფარგლებში მოხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული ავარიული შენობების და სახლების რეაბილიტაცია.
პროგრამის მიზანია: ავარიული შენობებისა და სახლების გამაგრება რეაბილიტაცია.
განმახორციელებელი სამსახური: სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობა დაცული იქნება შენობებისა და სახლების ნგრევისაგან და უბედური შემთხვევებისაგან.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება
კოდი: 02 05
ბიუჯეტი: 391000 ₾
აღწერა: პროგრამის ფარგლებში მოხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული ამხანაგობების თანადაფინანსება საცხოვრებელი კორპუსებისა და უბნების კეთილმოწყობისათვის, კერძოდ: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების და ფასადების რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია, ეზოების კეთილმოწყობა, საძირკვლების, სადარბაზოების შიდა რემონტი, განათებისა და ლიფტების რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა, დაზიანებული წყალ-კანალიზაციების კომუნიკაციების აღდგენა, პარკეტებისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია.
პროგრამის მიზანია: საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება.
განმახორციელებელი სამსახური: სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: გაიზრდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა
შენობების ფასადების რეაბილიტაცია
კოდი: 02 06 02
ბიუჯეტი: 74000 ₾
აღწერა: პროგრამა მოიცავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული შენობის ფასადების რეაბილიტაციის სამუშაოებს.
პროგრამის მიზანია: ქალაქის იერსახის გაუმჯობესება, მიმზიდველი გარემოს შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისათვის.
განმახორციელებელი სამსახური: სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: ქალაქისა და სოფლების გაუმჯობესებული და მიმზიდველი იერსახე
საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია
კოდი: 02 06 03
ბიუჯეტი: 451400 ₾
აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში სკვერების, გაზონების და ბავშვთა გასართობი ატრაქციონების მოწყობა. აგრეთვე დასასვენებელი საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა, მათი ადაპტირება ქალებისა და მამაკაცების, ბავშვების, შშმ პირების საჭიროებებზე.
პროგრამის მიზანია: მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობების სრულყოფილად განხორციელება; მუნიციპალიტეტში არსებული სივრცეების მოწესრიგება და რეაბილიტირება.
განმახორციელებელი სამსახური: სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: აქტიური დასვენებისა და გართობის ადგილების გაზრდილი რაოდენობა, ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისათვის.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები, გამწვანება-განაშენიანება
კოდი: 02 06 04
ბიუჯეტი: 1042600 ₾
აღწერა: პროგრამის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: გარე განათების, დეკორატიული განათების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; სანიაღვრე არხების გაწმენდა, მოვლა-პატრონობა, „ცივი ტბისა“ და მისგან გამომდინარე არხების მოვლა-პატრონობა; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის აღკვეთა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შუქნიშნებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოვლა-პატრონობა; ქალაქისა და მუნიციპალიტეტის განსაზღვრული ტერიტორიების გამწვანებაზე ზრუნვა, სკვერებისა და ხე-ნარგავების მოვლა-პატრონობა; ქუჩების სეზონური მორწყვა; შენობების ფასადების რეაბილიტაცია.
პროგრამის მიზანია: ქალაქის მიმზიდველობის გაზრდა და ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
განმახორციელებელი სამსახური: სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: აქტიური დასვენებისა და გართობის ადგილების გაზრდილი რაოდენობა, ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისათვის.
ახალგაზრდული პროგრამები - 2022
ახალგაზრდების მხარდაჭერა
კოდი: 05 03
ბიუჯეტი: 18860 ₾
აღწერა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში მცოხვრები ახალგაზრდებისათვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ახალგაზრდებს აქვთ თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობა. ახალგაზრდული მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების გააქტიურებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას, ახალგაზრდული ფესტივალის ორგანიზებითა და ინიციატივების მხარდაჭერის გზით. პროგრამის ფარგლებში მოხდება შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირება.
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა პროექტის ფინანსური მხარდაჭერა, თავისუფალი დროის ეფექტურად და შინაარსიანად ხარჯვის ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი პოტენციალის გამოვლენა, ინოვაციური იდეების მქონე საინიციატივო ჯგუფების ხელშეწყობა.
2022 წელი
(დამტკიცებული)
ინტელექტუალური თამაშები რა? სად? როდის?
500 ლარი
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებება „გლიტერ ფესტი“
15 000 ლარი
მედიაოპროექტს „ეტალონი“-ს ღონისძიება
2960 ლარი
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება
200 ლარი
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
200 ლარი
განმახორციელებელი სამსახური: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა.
სოციალური პროგრამები - 2021
ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი
კოდი: 06 02 06
ბიუჯეტი: 140500 ₾
აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციარების (უნარშეზღუდულ ბავშვთა) ზრდა - განვითარების ხელშეწყობას, მათი იზოლაციიდან გამოყვანასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციას.
განმახორციელებელი სამსახური: ა(ა)იპ ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი
მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციარების (უნარშეზღუდულ ბავშვთა) ზრდა - განვითარების ხელშეწყობა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დღეგრძელ პირთა დახმარება
კოდი: 06 02 02
ბიუჯეტი: 3000 ₾
აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დღეგრძელ პირთა (100 და მეტი წლის ასაკის) მატერილური დახმარება, თითოეულზე 1000 ლარის ოდენობით.
განმახორციელებელი სამსახური: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური)
მოსალოდნელი შედეგი: ბენეფიციართათვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მიწოდება
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება
კოდი: 06 02 05
ბიუჯეტი: 451200 ₾
აღწერა: აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება განისაზღვრება შემდეგ კატეგორიებზე:
ა) სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულია 65000-დან 100001-ის ქულის ჩათვლით და ღებულობს საარსებო შემწეობას განესაზღვროს დახმარება - 250 ლარი.
ბ) დიდი სამამულო ომის მონაწილის დახმარება – 500 ლარი;
გ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირის დახმარება – 350 ლარი;
დ) დედ–მამით ობოლი ბავშვის დახმარება – 500 ლარი;
ე) ცერებრალური დამბლით დაავადებულ პირის დახმარება – 500 ლარი;
ვ) ა(ა)იპ ,,სათნოების სახლის“ ბენეფიციარის დახმარება სააღგდომოდ 100 ლარი და საახალწლოდ 100 ლარი.
ზ) მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დახმარება – 250 ლარი;
თ) თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე: ჰემოდიალიზზე და პერიტონეულ დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქის დახმარება –1800 ლარი;
განმახორციელებელი სამსახური: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური)
მოსალოდნელი შედეგი:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა სარიტუალო ხარჯი
კოდი: 06 02 04
ბიუჯეტი: 13000 ₾
აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა, ასევე უჭირისუფლო გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება, თითოეულზე 250 ლარის ოდენობით.
განმახორციელებელი სამსახური: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური)
მოსალოდნელი შედეგი: სარიტუალო მომსახურეობით უზრუნველყოფილი ბენეფიციარი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება
კოდი: 06 02 07
ბიუჯეტი: 453800 ₾
აღწერა: ქვეპროგრამის მიზანია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსება და პრევენციის შედეგად გაუმჯობესებული ჯანმრთელობა. ამისათვის ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური ქირურგიული ოპერაციები, მათ შორის თვალის კოსმეტიკური სახის ან ცხვირის რინოპლასტიკის რეკონსტრუქციული ფორმის ოპერაციები, (სამედიცინო ჩვენებით), სხვა სამედიცინო მომსახურება-იოდოთერაპია, რადიოსიხშირული აბლაცია, ლითოტრიფსია, ქიმიო, ჰორმონო, სხივური თერაპია და სხვა. ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული მათ შორის C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური და მკურნალობის მონიტორინგის კვლევები და სხვა სახის კვლევები, რომელიც არ ანაზღაურდება სადაზღვევო პოლისით ან არ არის გათვალისწინებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. სამედიცინო მომსახურების ღირებულება თანადაფინანსების წესით, დაფინანსდება წელიწადში ერთხელ, რომელიც განისაზღვრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან სხვა გზით გათვალისწინებული დაფინანსების გამოკლების შემდეგ დარჩენილი პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით არაუმეტეს -1000 ლარი.
მძიმე ონკოლოგიური დავადების მქონე პირებისათვის, რომლებიც გადიან ქიმიო, ჰორმონო და სხივურ თერაპიას საგარანტიო წერილი გაიცემა წელიწადში ორჯერ ზემოთ აღნიშნული თანადაფინანსების წესით.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების გეგმიური და გადაუდებელი
განმახორციელებელი სამსახური: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური)
მოსალოდნელი შედეგი:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების მატერიალური წახალისება დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის
კოდი: 06 02 03
ბიუჯეტი: 105000 ₾
აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალიწინებულია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მშობლები) ერთჯერადი ფულადი დახმარება: ა) მესამე შვილის შეძენისას – 500 ლარი, ბ) მეოთხე შვილის შეძენისას – 700 ლარი, გ) მეხუთე და მეტი შვილის შეძენისას – 1000 ლარი, დ) ერთი და მეტი ტყუპის შეძენისას - 500 ლარი; ე) სოციალურად დაუცველ ოჯახზე (სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 65000-ი ქულის ჩათვლით რეგისტრირებულ), რომელთაც ყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი გაიცეს ერთჯერადად 300 ლარი.
ამ სოციალური პროგრამის ცალკეული ქვეპუნქტების ერთობლივად დადგომის შემთხვევაში თითოეული დახმარება გაიცემა ქვეპროგრამაში გათვალისწინებული შესაბამის მოცულობათა ერთობლიობით.
ამ სოციალური პროგრამის ა, ბ, გ, დ, პუნქტები ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომელთა შვილები დაიბადა 2019-2020 წლებში და არ აქვთ მიღებული ერთჯერადი დახმარება.
განმახორციელებელი სამსახური: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური)
მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
კოდი: 06 01 01
ბიუჯეტი: 111600 ₾
აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სერვისების მიწოდება და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფა, გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხევდველობა და კონტროლი, პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება, იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა და მასზე ანგარიშგება დადგენილი წესით, C ჰეპატიტის სკრინინგის განხორციელება, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ობიექტებში სანიტარულ – ჰიგიენურ მდგომარეობაზე ზედამხედველობა.
განმახორციელებელი სამსახური: ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
მოსალოდნელი შედეგი: მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება და საგანგებო სიტუაციების ლოკალიზება
სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეების დახმარება
კოდი: 06 02 07
ბიუჯეტი: 0 ₾
აღწერა: აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 2021 წელს მომხდარი ხანძრის, სტიქიის - მიწისძვრის, მეწყრის, ჩამოცვენის, ჩამოშლის, ქვათა ცვენის, კარსტული ჩამოქცევის, ღვარცოფის, წყალდიდობის, წვიმის (თოვლის) წყალმოვარდნის, ქარიშხლის, ძლიერი ქარის, გრიგალის, ძლიერი ქარბუქის, დიდთოვლობის, ძლიერი გაყინვის, მსხვილი სეტყვის, ძლიერი წვიმების, ხანგრძლივი წვიმების, კოკისპირული წვიმების, გვალვის, ზვავის, ხანძრის და სხვა ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ან/და საგანგებო ხასიათის მოვლენების შედეგად დაზარალებული, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე (ბინაზე) მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურებისათვის დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად არაუმეტეს - 2000 ლარი.
დახმარება ვრცელდება 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულებზეც, რომელთაც მიღებული არ აქვთ - ,,სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა დახმარება“ 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება.
განმახორციელებელი სამსახური: წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია (ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური)
მოსალოდნელი შედეგი: პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების თანადგომა სტიქიის შედეგად დაზიანებული ქონების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი
კოდი: 06 02 01
ბიუჯეტი: 249600 ₾
აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის დაფინანსება, კერძოდ სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული მოსახლეობის საინფორმაციო ბაზის შექმნა და მათი უზრუნველყოფა კვებით.
2020 წლის მიმდინარე პერიოდისთვის პროგრამით სარგებლობს 190 ბენეფიციარი.
ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება შინმიტანის სერვისი, რომელიც დაინერგა 2020 წლიდან.
განმახორციელებელი სამსახური: ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი
მოსალოდნელი შედეგი: სოციალურად დაუცველი და უკიდურესად შეჭირვებული მოსახლეობის საკვების ხელმისაწდომობაზე მდგომარეობის გაუმჯობესება.
პლატფორმა შექმნილია გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. პლატფორმაზე გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
This platform was prepared with support from the United Nations Development Programme (UNDP), Danish Ministry of Foreign Affairs and the Government of Georgia. The views expressed in this platform are those of the authors and do not necessarily represent those of the organisations listed above.