ტურიზმი

ტურიზმი

წყალტუბოს უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონე წყალი არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ჩვენს ქალაქში ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა იზრდება,  ბალნეოთავისებურებებთან ერთად სამკურნალოდ გამოიყენება  კარსტული  მღვიმეების  ,,სათაფლისა’’ და ,,პრომეთეს’’ და   ,,თეთრა მღვიმის”  მიკროკლიმატი.

აქ გელით სიმშვიდე, ჯანსაღი გარემო, ზრუნვა ჯანმრთელობაზე, ეგზოტიკა, ხელმისაწვდომი ფასები, წყალტუბოელთა კეთილგანწყობა და სტუმართმოყვარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კეთილმოწყობილი და საოჯახო სასტურმოები, შესანიშნავი ქართული სამზარეულო და ტურისტული მარშრუტები საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. ტურისტების სურვილისამებრ, ადგილობრივი ტურისტული კომპანიების მიერ  შესაძლებელია, საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ტურისტული მარშრუტის მოწყობა

2019 წელიდან  ,,ბალნეოკურორტი წყალტუბო“ არის   გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აფილირებული წევრი. UNWTO – არის გაეროს სპეციალიზირებული ორგანო, რომელიც წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში და ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით სიცოცხლისუნარიანი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებას, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში.

2018 წელიდან  წყალტუბო, როგორც ბალნეოლოგიური კურორტი გახდა ევროპის ისტორიულ-თერმული ქალაქების ასოციაციის წევრი („ეითქა“). ასოციაციის წევრობა მიზნად ისახავს ბალნეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებას, აგრეთვე თანამშრომლობას მსოფლიოს სხვადასხვა ბალნეოლოგიურ ქალაქებთან, როგორებიცაა ბადენბადენი, ვიში და სხვა.

 

 

Tourism

 

Water with unique medicinal properties of Tskaltubo is the main factor, therefore, the number of visitors and tourists in our town is growing, karst caves: “Sataplia Cave”, “Prometheus Cave” and “Satsurblia Cave” microclimate are used with Balneo peculiarities. Quietness, healthy environment, health care, exotics, available prices, goodwill and hospitality from citizens of Tskaltubo, modern infrastructure, well-equipped and family hotels, excellent Georgian cuisine and tourist routes in any side of Georgia. Tourists can choose local tourist companies to arrange any tourist route.

2018 This year, Tskaltubo became a Balneological Resort member of the European Historic Thermal Towns Association (EHTTA).Association membership is aimed at protecting and developing Balneological Heritage, as well as cooperation with various balneological cities around the world such as Baden-Baden, Vish and others

 

სათაფლის მღვიმე

 

სათაფლიის მღვიმე   1925 წელს  პეტრე ჭაბუკიანმა პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძებნის დროს  აღმოაჩინა. დეკორაციებად წარმოდგენილი სტალაქტიდები, სტალაგმიტები და სტალაგნატები აქ ურთიერთგანსხვავებულ დარბაზებსა და საოცარ პეიზაჟებს ქმნიან: მღვიმეში მუდმივი ტემპერატურა  14 გრადუსია.  სათაფლიის  სახელმწიფო ნაკრძალი აერთიანება კოლხურ ტყეს,  კარსტულ გამოქვაბულსა და დინოზავრის ნაკვალევს

სათაფლიას   სახელწიფო    ნაკრძალის  ინფრასტრუქტურა მოიცავს: ვიზიტორთა ცენტრს, დინოზავრის  ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობას, საგამოფენო დარბაზს, შუშის პანორამულ გადასახედს, კაფეებს, სუვენირების მაღაზიებს, კეთილმოწყობილ მღვიმესა და მარკირებულ ბილიკებს. აქ ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ დინოზავრის გაქვავებული ნაკვალევი, კარსტული მღვიმე, კლდის ბილიკი, კოლხური ტყე, პანორამული გადასახედები.
სათაფლიის აღკვეთილი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს,   სადაც აღმოჩენილია სხვადასხვა ეპოქის როგორც მტაცებელი, ასევე ბალახისმჭამელი დინოზავრის ნაკვალევი.

ვიზიტორთა ცენტრი:  წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ბანოჯა

ოჯახური მოგზაურობისთვის მოხერხებული, მარტივი საფეხმავლო მარშრუტები დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობის, უნიკალური კარსტული მღვიმის, საგამოფენო დარბაზის, რელიქტური კოლხური ტყისა და ველური ფუტკრის საბინადრო გარემოს დათვალიერებისა და  შუშის პანორამული გადასახედიდან იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედის ნახვის საშუალებას იძლევა.

2024 წელს „სათაფლიას“ მღვიმე 111624 მეტმა ვიზიტორმა დაათვალიერა.

მომსახურებისა  და ღირებულებაის შესახებ- იხილეთ: 

 https://apa.gov.ge/ge/eco-tourism/servisebi-da-tarifebi/sataflia

 

პრომეთეს მღვიმე

აქართველოს სავიზიტო ბარათად წოდებული პრომეთეს მღვიმე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მდინარე ყუმის აუზში. აქ მიწისქვეშა ზღაპრული სამყარო საოცარ თავგადასავალს ჰპირდება ყველას, ვინც მის ნახვას გადაწყვეტს.
სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების გასაოცარი ნაღვენთი ფორმებით მორთული კარსტული მღვიმე, კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ ბუნების უსაზღვრო შესაძლებლობებში. „გაქვავებული ჩანჩქერები,“ „დაკიდებული ქვის ფარდები,“ ჰელიქტიდები და კალციტის ნაღვენთები მღვიმის დარბაზებში თვალწარმტაც სანახაობას ქმნიან. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ იხილონ „არგონავტებისა“ და „კოლხეთის“, “, „მედეასა“ და „სიყვარულის“, „პრომეთესა“ და „იბერიის“ დარბაზები. მათი დათვალიერება შესაძლებელია 1420 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკით, ასევე, სანაოსნო ტურით მდინარის ნაკადზე, შთამბეჭდავი ხელოვნური განათებებისა და ლაზერ-შოუს თანხლებით.
გამორჩეული სილამაზის ბუნების ძეგლის ასაკი დაახლოებით 60-70 მილიონი წელია. ის სოფ. ყუმისთავის ტერიტორიაზე 1984 წელს მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიციის წევრებმა ჯუმბერ ჯიშკარიანმა, ამირან ჯამრიშვილმა, ვახტანგ კაპანაძემ და თამაზ ქობულაშვილმა აღმოაჩინეს.
პრომეთეს მღვიმე მსოფლიოში უნიკალურ ძეგლად იქნა აღიარებული, რადგან უდიდესია განზომილებით, გამკვრივების მრავალსახეობით, მიწისქვეშა მდინარეების მნიშვნელობითა და პეიზაჟის მრავალფეროვნებით. განუმეორებელია არქიტექტურული დარბაზების მოცულობითაც. სულ წარმოდგენილია 22 დარბაზი.
პრომეთეს მღვიმით დაინტერესების მასშტაბები გვარწმუნებს, რომ მღვიმეებს უდიდესი მიზიდულობის ძალა და ტურისტული პოტენციალი აქვთ.
2024 წელს „პრომეთეს“ მღვიმე 254661 მეტმა ვიზიტორმა დაათვალიერა.

მომსახურებისა  და ღირებულების შესახე- იხილეთ: 

https://apa.gov.ge/ge/eco-tourism/servisebi-da-tarifebi/Prometheuscave

 

                                                                                                          თეთრა მღვიმე

 

მსოფლიო დონის ტურისტული მნიშვნელობის ადგილი „თეთრა მღვიმე“
მდებარეობს წყალტუბოში, აქ სამყაროს პირველი ადამიანის საცხოვრისია აღმოჩენილი. ამ მღვიმეში პირველყოფილმა ადამიანმა ბინა 30 ათასი წლის წინ დაიდო.
როგორც მეცნიერულად დასტურდება პალეოლითის ხანის ადამიანები არა მხოლოდ მიწისქვეშეთის სილამაზემ და დიდებულებამ, არამედ მღვიმის სამკურნალო თვისებებმა მოხიბლა.
ამჟამად „თეთრა მღვიმე“ პირველი ეკოტურისტული სივრცეა, სადაც დაინერგა მსოფლიოში უნიკალური ინოვაციური სერვისი – ბუნებრივ პირობებში ღვინის დაძველება და დაძველებული ღვინის ადგილზე დეგუსტაცია.
თეთრა მღვიმე მე-20 საუკუნეში 1954 წელს აღმოაჩინეს და 1974 წლიდან მის კლიმატზე დაკვირვება მიმდინარეობს.
მიწისქვეშა კირქვული „თეთრი“ სტალაქტიდებით და სტალაგმიტებით მორთული 2000 მ2 სივრცე, რომელიც დერეფნული ტიპის ულამაზესი „დარბაზებისგან“ შედგება ტემპერატურის მუდმივობას დღემდე ინარჩუნებს. აქ სულ +14 გრადუსია. მღვიმეში მაგნიტური ველი უცვლელია. მის კლიმატოთერაპიას იდეალური სიჩუმე, ნისლი, სისუფთავე და ამ ფაქტორთა მუდმივობა განაპირობებს.
აქ სრულად ხდება ნევროზის, ბრონქიალური ქრონიკული დაავადებების, ათეროსკლეროზის, კარდიოსკლეროზის განკურნება და მახსოვრობის აღდგენა.
უძველეს ადამიანს ეს სივრცე საცხოვრისად ორჯერ გამოუყენებია. აღმოჩენილია პალეოლოთის ხანის ადამიანის მიერ დამზადებული იარაღები, საფხეკ-საჭრელი, კაჟის ლამელები, ძვლის იარაღები.
მღვიმური მასალა შეიცავს ნანადირევი ფრინველისა და და ცხოველის ძვლებს, მათგან აღსანიშნავია დათვის თავის ქალა. ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი სპილენძს ისრისპირია, რომელსაც ძეწნის ფორმა აქვს და ჩვენს წელთაღრიცხვამდე V –IV ა.ასწლეულით თარიღდება.
„თეთრა მღვიმე“ როგორც ეკოტურისტული ლოკაცია 2019 წელს გაიხსნა. აქ 900 000 -მდე ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
„თეთრა მღვიმე“ 2024წელს 9115 ვიზიტორმა დაათვალიერა.

 

მომსახურებისა  და ღირებულების შესახებ იხილეთ:

  https://apa.gov.ge/ge/eco-tourism/servisebi-da-tarifebi/tetra-mgvime

 

 

ხომულის ციხე

 

 V-VII საუკუნის  ციხე   (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ხომული)  (განახლებულია მე-17 საუკუნეში), რომლის არსებობა ქვეყნისთვის სტატეგიულად მნიშვნელოვანი იყო.  მე-17 საუკუნეში ციხე განაახლა ზაალ ღოღობერიძემ. (ზაალის შვილი – გიორგი, მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის პაპა იყო). ზაალ ღოღობერიძე ციხისთავის ტიტულით იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებშია მოხსენიებული. ციხე დაშენებულია მღვიმეზე. მღვიმე მშრალია, მაღალჭერიანი.   ეს არის უმნიშვნელოვანესი შემთხვევა შუა საუკუნეების ციხის შერწყმისა ბუნებრივ წინაისტორიული პერიოდის ადამიანის სადგომთან“       ციხე 5 სართულისგან შედგებოდა        (ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული)  გალავნის კედლის სისქე 3 მეტრია. გალავნის ზღუდე შეპერანგებული ყოფილა თლილი ქვით. ციხის ეზოშია პატარა    მღვიმე(პირველყოფილი ადამიანის საცხოვრისი) აქ დღესაც მოედინება  წყარო,  საიდანაც საუკუნეების წინ  სასმელი წყალი ციხეს მიეწოდებოდა,   ციხის     ისტორიული მნიშვნელობიდან  გამომდინარე აუცილებელია მისი ტურიტულ მარშუტში ჩართვა.   ძეგლის  დაპიარება დადებითად იმოქმედებს მის აღდგენასა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე

ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ჩუნეში)    მუზეუმში   ძირითადად დაცულია ცნობილი ქართველი მწერლისა დასაზოგადო მოღვაწის ნიკო ლორთქიფანიძის (1880- 1944 წწ.) ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალები: პირადი ნივთები, წერილები, მწერლის ნაწარმოებების პირველი გამოცემები და ფოტო-ილუსტრაციები, დოკუმენტები, ფოტომასალა.  იმერული ოდა სახლი,      უძველესი ქვის მაგიდითა  და მრავლწლიანი  ცაცხვის  ხეებით.

 

გეგუთის ციხე -დარბაზი

 

გეგუთის  ციხე- დარბაზი,  ((წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი გეგუთი)  თამარ მეფის ეპოქის ციხითა და სასახლის ნანგრევებით. ძეგლი აშენებულია შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრის ნანგრევებზე,  არქეოლოგთა ვარაუდით, აქ აღმოჩენილი სასახლის ნანგრევები მე-4, მე- 5 საკუნეებით თარიღდება.   გეგუთის ციხე  ემსახურებოდა გიორგი მესამეს, უამრავ ისტორიულ ეპოქას აერთიანებს. ქართველ მეფეთა საზაფხულო რეზიდენციის გუმბათები,   სასახლის მოპირკეთებული და მორთული კედლების ნანგრევები  თავიანთი მონუმენტურიბით და მასშტაბით  დღესაც წარუშლელ შთაბეჭდილებებს ტოვებს.

2014 წელს სოფელ გეგუთში საქართველოს საერო არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლის გეგუთის ციხე დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები  ჩატარდა. სრულად აღდგა სასახლის დაზიანებული გალავანი, მოხდა გეგუთის ყველაზე რთულ მდგომარეობაში არსებული უბნების კონსერვაცია, სასახლეში დამონტაჟდა განათების სისტემები.
ყველაზე ადრეული ისტორიული ცნობა გეგუთის სასახლის შესახებ XII საუკუნეს ეკუთვნის, როგორც მატიანე მოწმობს, გეგუთი მეფეთა რეზიდენცია იყო. ციხე-დარბაზში სამი საამშენებლო ფენა გამოირჩევა. ყველაზე ადრეული(VIII-IXსს.) გეგმით მარტივი, დიდბუხრიანი სათავსო, ე.წ სანადირო სახლი, რომელიც შემდგომში მრავალოთახიანი დიდი ციხე-დარბაზის ფუნქციას ასრულებდა.
XII საუკუნეში თლილი ქვის მაღალ სამმეტრიან ცოკოლზე აღუმართავთ აგურით ნაგები ოთხ იარუსიანი ციხე-დარბაზი. მისი მთავარი ნაწილია 14-მეტრიანი გუმბათით გადახურული ოთხმკლავიანი დიდი დარბაზი, სადაც წყდებოდა სახელმწიფო საქმეები. მისაღები დარბაზის აქეთ-იქით სხვადასხვა დანიშნულების სათავსოებია განლაგებული. მესამე სამშენებლო პერიოდს განეკუთვნება მთავარი ნაგებობის დასავლეთით მდებარე შენობა და სასახლის ეკლესია. სასახლემ ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია.